გროზნოში პოლიციის საგუშაგოსთან შეიარაღებულ 2 პიროვნებასთან დაპირისპირების შედეგად ექვსი რუსი სამართალდამცავი დაიჭრა. აღნიშნულ ინფორმაციას THE WASHINGTONPOST ავრცელებს.
როგორც ცნობილია, შეიარაღებული პიროვნებები ჩეჩნეთის დედაქალაქში ხელყუმბარებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის შეტანას ცდილობდნენ.
გავრცელებული ცნობით, ორივე პიროვნება ლიკვიდირებულია, თუმცა დამატებითი ინფორმაცია მათ შესახებ ჯერ არ გავრცელებულა.
მაუწყებლის ინფორმაციით, 2004 წელს, ფაშისტურ გერმანიაზე რუსეთის მიერ გამარჯვების აღსანიშნავ ცერემონიაზე, გროზნოს სტადიონზე ბომბის აფეთქების შედეგად ჩეჩნეთის ლიდერი, აჰმად კადიროვი დაიღუპა.