მერკურის მოძაობას მზესა და დედამიწას შორის დამკვირვებლები მთელ მსოფლიოში აკვირდებიან. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ამ საუკუნეში მერკურმა მზესა და დედამიწას შორის უკვე მესამედ გაიარა.
გავრცელებული ცნობით, მერკურის ტრანზიტი გრინვიჩის დროით 11 საათსა და 12 წუთზე დაიწყო და 18 საათსა და 42 წუთზე დასრულდება.
BBC-ის ინფორმაციით, დასავლეთ ევროპაში, ჩრდილო-დასავლეთ აფრიკასა და ამერიკის უმეტეს ნაწილში მერკური შვიდ საათნახევრის განმავლობაში კვეთდა მზესა და დედამიწას შორის არსებულ დისტანციას.
მაუწყებლის ცნობით, პროცესზე დაკვირვება ვერ მოხერხდა ავსტრალიაში, აღმოსავლეთ აზიასა და ანტარქტიდაში.
გავრცელებული ინფორმაციით, მერკური მერკური მზეს წრეს ყოველ 88 დღეში ურტყამს, მაგრამ რადგან ის ზემოთ-ქვემოთ მოძრაობს, მსგავსი მოვლენა 100 წელიწადში 13-ჯერ ხდება, ხოლო ბოლო შემთხვევა 2006 წელს მოხდა.
როგორც ცნობილია, მერკური დედამიწასა და მზეს შორის კიდევ 2019 -ში, ხოლო შემდეგ 2032 წელს გაივლის.
ამავე თემაზე: