საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ორთვიან სამოქმედო გეგმას ფეისბუქზე აქვეყნებს.
" ყველა ჟურნალისტმა ერთი და იგივე კითხვა რომ არ დამისვას ყოველდღე, თქვენი და ჩემი დრო რომ დავზოგოთ, ეს არის ჩემი გეგმა შემდეგი 2 თვის მანძილზე. იმის შემდეგი 2 თვის გეგმას, ამ გეგმის შესრულების შემდეგ გაგაცნობთ" _ წერს ხიდაშელი, რომლის გეგმების ჩამონათვალი ასეთია:
1. ღირსეული პარტნიორი 2016 შემდეგი 2 კვირა წარმატებით უნდა ჩავატაროთ;
2. ჩვენმა ასეულმა ნატოს შეფასება წარმატებით უნდა გაიაროს და პირველი ოფიციალური ნატოს მიერ სერთიფიცირებული NRF -ის ასეული ეყოლება ჩვენს ქვეყანას;
3. 24 მაისს სწავლების დახურვა გვაქვს და დიდი ზეიმი გვინდა მოვაწყოთ. მონიშნეთ კალენდარზე;
4. 24-25 მაისი თავდაცვის და უსაფრთხოების მე-10 საიუბილეო კონფერენცია გვაქვს, პირველად ასევე ამ კონფერენციის ისტორიაში ოფიციალური დიდი, სახელიანი პარტიონით და თანაორგაიზატორით ACUS / ატლანტიკური საბჭოა კონფერენციის პატრონი თავდაცვის სამინისტროსთან ერთად. ვარშავამდე ძალიან მნიშვნელოვანი შეკრება იქნება საქართველოში, ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანების რეგიონის უსაფრთხოებაზე სასაუბროდ, აზრების გასაცვლელად, გეგმების ფორმირებისთვის;
5. ამასობაში, მაისში 5 ან 6 პარტნიორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებს ვმასპინძლობ თბილისში;
6. ამასობაში, რეზერვის კონცეფცია უნდა მივიყვანოთ ბოლომდე, და ბრიტანეთის რეზერვის მინისტრს ვუმასპინძლებთ საქართველოში, მასთან და ნატოს ექსპერტებთან ერთდ შევაჯამებთ ამ თვეების შრომის შედეგს. მადლობა ყველას ვინც აქტიურად მონაწილოებდა და იმედია გავალთ ბოლოში.
7. აზერბაიჯაში ვიზიტი მაქვს, სამმხივი მინისტერიალის მასპინძელია აზერბაიჯანი ამჯერად;
8. ავღანეთში მივდივარ. ახალი როტაციაა და ჩვენი ბიჭები უნდა მოვინახულო, ამასობაში მისიის ვადები გადასასინჯია და მნიშვნელოვანია კონსულტაციების გავლა ყველასთან ვინც ეპიცენტრშია მოვლენების;
9. ამასობაში, 26 მაისისთვის ვემზადებით, ძალიან ლამაზი დღე უნდა გამოვიდეს. საინტერესოც, ამაღლებულიც. 25 წლისთავის შესაფერისი.
3 პარტნიორი ქვეყნის სამხედრო ორკესტრი გვეყოლება სტუმრად, იმ სტუმრების გარდა ვინც უკვე აქ არიან და 26 მაისს ჩვენს გვერდით იდგებიან თავისუფლებაზე.
10. წელს შეიარაღებული ძალების შექმნის 25 წლისთავი გვაქვს. ეს 4 მაისს უკვე ავღნიშნეთ ჯარში. თუმცა არ შეიძლება ეს მხოლოდ ასე დარჩეს.
შეიარაღებული ძალები საქართველოა, მისი დღე სახალხო ზეიმად უნდა ვაქციოთ და სწორედ ამიტო, მონიშნეთ კალენდარში _ 27 მაისს თავდაცვის სამინისტრო ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე გეპატიჟებათ.
მთელი დღე იქნება უპრეცედენტო ზეიმი თბილისში, ერთი დღით თქვენ იქნებით მონაწილე, მოსარგებლე, მაყურებელი, მსმენელი, მთხრობელი ყველაფრის და ყვეალფერზე რაც ხდება ჯარში, რითიც ცხოვრობს ქართული არმია, როგორ ვარჟიშობს, როგორ ერთობა, სროლა, ბრძოლები, ინტელექტუალური თავსატეხები, ცხენები, სპორტი, პარაშუტები და ბევრი, ბევრი, ბევრი ამბავი, ძალიან მაგარი გართობა და ჭეშმატირად სახალხო დღესასწაული.
მთელი დღე, ძველ იპოდრომზე, საბურთალოზე, 27-ში.
11. შემდეგ თავდაცვის მინისტერიალია და ვარშავის დოკუმენტებზე შრომა ბრიუსელში პარტნიონებთან ერთად;
12. ამ დოკუმენტების შესაჯერებლად ვიზიტები რამდენიმე დიდ ქვეყანაში;
13. საგამოძიებო ჯგუფი მიდის ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში და უნდა დავასრულოთ საქმის ეს ეტაპი.
14. ვიზიტი გაეროში. ჯგუფის დაბრუნების და შეჯამების კვალდაკვალ ყველა მხარესთან მიმდინარე მუშა პროცესი გვაქვს და საბოლოო დასკვნებით წარვდგებით. ეს საქმე ჩემთვის ყველაზე მთავარი საქმეა დღეს. არავის მივცემ უფლებას ტყუილად ლაფში ამოსვაროს ჩვენი ბიჭების სახელი. ამ საქმეზე შეუჩერებლად ვმუშაობთ და ვიბრძოლებთ სრულიად უკომპრომისოდ ბოლომდე ჩვენი სიმართლის დასამტკიებლად. აქ კი გამომადგა ჩემი პროფესია. იურისტი ვიყავი წინა ცხოვრებაში.
15. საქართველოში რამსფელს ვმასპინძლობთ და თავდაცვის სამინისტროც დაეხმარება ვიზიტის ორგანიზატორებს რომ საკადრისად დავხვდეთ სტუმარს და ჩვენი ქვეყნის მეგობარს;
16. მაისის ბოლოს 40-მდე ევროპელ პარლამენტარს და საჯარო მოხელეს ვუმასპინძლებთ თავდაცვაში, საოკუპაციო ხაზზე გავიყვანთ (მათ თხოვნით) და მცოცავ ოკუპაციას, მავთუხლართებით გაყოფილ საქართველოს ვანახებთ;
17. ივნისის ბოლოს ეუთოს უსაფრთხოების კონფერენციაზე ვიქნები;
18. შანსი გვაქვს ვარშავაში სამიტამდე მოვსინჯოთ ჩვენი მოლოდინები, ველოდებით საბოლოო დასტურებს;
19. ამასობაში, ვაგრძელებთ ახალგაზრდობასთან შეხვედრებს, ჯარის პოპულარიზაციას, რეზერვის და გაწვევის კონცეფციებზე მსჯელობებს;
20. პატივს მივაგებთ ჩვენს გმირებს საქართველოს სხვდასხვა ქალაქებში სიმბოლური ღონისძიებებით;
21. არც ერთი წუთით არ ვჩერდებით შ/ძ-ბში და თავდაცვის სამინისტროში აუცილებელი, სავალდებულო რეფორმების ნაწილში და იმედი მაქვს, შემდეგი თვეების მანძილზე კიდევ ბევრ აგურს დავდებთ ამ ძალიან ამაყად მშენებარე დემოკრატიულ და ნატოსთან თავსებად შენობის გასამყარებლად;
22. ივნისში ნატოს არსებითი პაკეტის კიდევ ერთი კომპონენტის, DIB სკოლის, ანუ თავდაცვის ინსტიტუციური განვითარების სკოლის ინაგურაციის ცერემონიალი გვექნება;
23. სულ ერთ კვირაში JTEC-ის პირველი გამოშვება გვაქვს დაგეგმილი _ JTEC მითი აღარ არის, ის მოქმედებაშია მოყვანილი და რეალობაა.
24. ამ ორი თვის ბოლოს კი ვარშავის სამიტია.
_ ეს არის დიდი ამბები. შეიძლება რამე გამომრჩა. თუ გამახსენდა ჩავამატებ მერე, იძლევა ფბ ამის შესაძლებლობას.
ამ ყველაფრის პარალელურად, ირგვლივ, შუაში, თავსა და ბოლოში მილიონი სხვა ღონისძიებაა. დღეს, მაგალითად საპარაშუტო სკოლის გამოშვება გვქონდა. ასეთი ყოველ დღე ხდება ჩვენთან. ან თვის ბოლოს რეკრუტების ახალი ეტაპი იწყება და 400-მდე ქართველი ახალგაზრდა დაიწყებს შეიარაღებული ძალებში ქვეყნის დაცვისთვის მზადებას და სხვა.
ეს მხოლოდ ჩემი განრიგია, სხვებთან ერთად, მაგრამ ჩემი მონაწილეობით. აღარაფერს ვამბობ ჩემი მოადგილეების, გენერლის და მისი მოადგილეების, JTEC-ის ხელმძღვანელის და ნატოს არსებითი პაკეტის სხვა ოფიცრებისა და სამოქალაქოების საშრომსა და საბრძოლზე.
ჩვენ ვმუშაობთ. ვმუშაობთ ჩვეულებრივად, თავდადებით, მონდომებით, შეუჩერებლად და მიუხედავად დიდი ცეცხლისა რომელიც გახსნილია. როგორი წარმატებულიც იყო ღირსეული პარტნიორი 2016-ის გახსნა (ბოლო ნაბიჯი) ან განახლებული ფრანგული კონტრაქტების ხელმოწერა (ერთ ერთ პირველი ნაბიჯი), ასეთივე წარმატებული იქნება ყველა ეს და სხვა ნაბიჯი, _ წერს ხიდაშელი და მზადყოფნას გამოთქვამს "ამ თემებზე დაუსრულებლად მივაწოდო საზოგადოებას ინფორმაცია".
_ ყველამ უნდა იცოდეს რა მაგარი ამბები ხდება აქ, ქართულ ჯარში, თავდაცვაში, ჩვენს სახლში, საქართველოში!ვემსახურები საქართველოს, ბოლო წუთამდე სანამ მიმსახურებს საქართველო! _ აღნიშნავს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.