”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე განმარტავს, რატომ არ მიიწვიეს ”ქართული ოცნების” ყრილობაზე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.
როგორც ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პრეზიდენტი არის ზეპარტიული თანამდებობის პირი და, შესაბამისად, პარტიულ ღონისძიებაზე არ მიიწვიეს სტუმრის სტატუსით.
”რაც შეეხება პრეზიდენტის მონაწილეობას ყრილობაზე, პრეზიდენტი არის არსებითად ზეპარტიული თანამდებობის პირი, რაზეც ხშირად საუბრობს თავად გიორგი მარგველაშვილი და ამ მოსაზრებიდან გამომდინარე მას არ გაეგზავნა მოსაწვევი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.