იმ 9 000 ადამიანს შორის, რომელიც დღეს თბილისში სპორტის სასახლეში „ქართული ოცნების“ პარტიულ ყრილობას დაესწრება, რამდენიმე ათეული ლანჩხუთელიც შეუერთდება.
დღეს, ადრე დილიდან, „ქართული ოცნების“ ლანჩხუთის ადგილობრივი ორგანიზაციის ოფისთან, თბილისში, პარტიის ყრილობაზე გასამგზავრებლად, გარდა ყრილობის დელეგატებისა, „ოცნების“ სხვა, რიგითი წევრებიც შეიყარნენ.
ძირითადად აქ თავმოყრილი იყო გამგეობისა და სხვა სამსახურების ის თანამშრომლები, რომლებიც აქტიურად არიან ჩაბმულები პარტიულ საქმიანობაში.
მათი თქმით, ისინი ყრილობაზე იმ მოტივით მიდიან, რომ მხარს უჭერენ „ქართული ოცნების“ კურსს და ამასთან, არიან პარტიის წევრები.