https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ტრამპი: „მკაცრად ვურჩევ მათ, დადონ გარიგება, ვიდრე გვიან არ არის“

    „მკაცრად დავიცავთ ეროვნულ ინტერესებს“ _ ვის მხარეზეა ირანის არმია

    დაპატიმრებულია შვეიცარიაში მდებარე იმ ბარის მეპატრონე, რომელში გაჩენილი ხანძრის შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა

    ტრამპი: აშშ-ს გრენლანდიის ფლობა სჭირდება, რომ რუსეთმა და ჩინეთმა მისი მიტაცება ვერ შეძლონ

    ფული სამშობლოს სანაცვლოდ _ აშშ გრენლადიელებისთვის თანხის დარიგებას აპირებს

    ჰამენეი: „ტრამპმა რიმ იცოდეს, როგორ მართოს ქვეყანა, საკუთარ ქვეყანას მართავდა“

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ტრამპი: „მკაცრად ვურჩევ მათ, დადონ გარიგება, ვიდრე გვიან არ არის“

    „მკაცრად დავიცავთ ეროვნულ ინტერესებს“ _ ვის მხარეზეა ირანის არმია

    დაპატიმრებულია შვეიცარიაში მდებარე იმ ბარის მეპატრონე, რომელში გაჩენილი ხანძრის შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა

    ტრამპი: აშშ-ს გრენლანდიის ფლობა სჭირდება, რომ რუსეთმა და ჩინეთმა მისი მიტაცება ვერ შეძლონ

    ფული სამშობლოს სანაცვლოდ _ აშშ გრენლადიელებისთვის თანხის დარიგებას აპირებს

    ჰამენეი: „ტრამპმა რიმ იცოდეს, როგორ მართოს ქვეყანა, საკუთარ ქვეყანას მართავდა“

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ეს ზღუდავს საკონსტიტუციო სასამართლოს” _ სადაო კანონპროექტი მიღებულია

10:05; 14.05.2016
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

გუშინ, პლენარულ სხდომაზე „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის განხილვა გაგრძელდა, რომელიც გუშინწინდელ სხდომაზე დაიწყო.

კანონპროექტის ინიციატორი ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტია. აღნიშნული პროექტის ერთ-ერთი ძირითადი სიახლე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნის არჩევის პროცედურებს უკავშირდება.

პროექტის კორექტირებული ვარიანტით, საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა წევრის ფიცის დადებიდან, ან საკონსტიტუციო სასამართლოს თამჯდომარის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტიდან არაუგვიანეს ერთი თვისა, პლენუმის სხდომა ჩატარდება, რომელიც 5 წლის ვადით აირჩევს საკონტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს. ამავე წესით აირჩევს მის ორ მოადგილეს. სასამართლოს თავმჯდომარის წარდგენის უფლება თავად საკონსტიტუციო სასამართლოს ექნება – თავმჯდომარის კანდიდატურის არჩევაში აღარ ჩაერთვება პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, უზენაესი სასამარლოს თავმჯდომარე და კანდიდატურას თავად საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები წარადგენენ. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ ან მის მოადგილედ არ შეიძლება აირჩეს პირი, მეორე ვადით.

კიდევ ერთი პრინციპული საკითხი იმ მოსამართლეებს ეხებათ, რომელთაც კონსტიტუციური უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა ეწურებათ. გარდა ამისა, მეორე მოსმენით კორექტირებულ ვარიანტში განისაზღვრა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში სასამართლოს ვებგვერდზე ატვირთვისთანავე შევა, ნაცვლად ”საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნებისა.

 სხდომაზე ეკა ბესელიამ, მე-18 მუხლის შეჯერებული რედაქცია გააცნო დეპუტატებს: „საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს ათწლიანი უფლებამოსილების ვადის გასვლისთანავე უფლებამოსილება შეუწყდება. არ შეიძლება საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს დაევალოს ახალი საქმის განხილვაში მონაწილეობის მიღება, გარდა გამწესრიგებელ სხდომაში მონაწილეობის მიღებისა. ამ შემთხვევაში, იგი არ იქნება მომხსენებელი და ამ კანონის მე-19 მუხლის 1-ლი პუნქტის „დ“ და „თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ საქმეთა განხილვისა თუ უფლებამოსილების ვადის გასვლამდე დარჩენილია 3 თვეზე ნაკლები“.

უმცირესობის წარმომადგენელმა ჩიორა თაქთაქიშვილმა აღნიშნა, რომ წარმოდგენილი მუხლი ახალ პრინციპს წარმოადგენს, რომლითაც, თუ მოსამართლის დანიშვნიდან 10 წელი გავიდა, არ მოხდება უფლებამოსილების ვადის გაგრძელება, გარდა კანონით გათვალისწინებული ათდღიანი ვადისა. „

კანონში წერია, რომ უფლებამოსილების ამოწურვიდან 10 დღეში უნდა იყოს დანიშნული ახალი მოსამართლე. რეალურად, მხოლოდ 10 დღით გაუგრძელდება უფლებამოსილება მოსამართლეს. რა ბედი ეწევა მოქალაქის მიერ სასამართლოში შეტანილ სარჩელს, როცა განხილვის შუაში მოსამართლის ჩანაცვლება მოხდება სხვა მოსამართლით, რომელსაც არ მიუღია მონაწილეობა საქმის განხილვის წინა ეტაპებზე? ამ მოსამართლემ როგორ შეიძლება სრულყოფილი გადაწყვეტილება მიიღოს?“, – მიმართა ეკა ბესელიას ჩიორა თაქთაქიშვილმა.

მისი მოსაზრებით, ახალი მოსამართლის მიერ პროცესის უკან დაბრუნების საკითხიც ასევე უქმნის საფრთხეს მოსარჩელის კანონიერ უფლებას,

„ირღვევა კანონის უზენაესობის პრინციპიც იმიტომ, რომ პროცესი აღარ იქნება განჭვრეტადი. მოსარჩელე სასამართლოს ერთ შემადგენლობას წარუდგენს არგუმენტებს, მერე კი ავალდებულებთ მეორე შემადენლობას თავიდან წარუდგინოს. ეს ჩანაწერი შეგიქმნით სერიოზულ პრობლემას“, – განაცხადა უმცირესობის წარმომადგენელმა.

უმცირესობის წარმომადგენლის, აკაკი მინაშვილის მოსაზრებით, მე-18 მუხლის წარმოდგენილი რედაქცია მოსამართლეს უფლებამოსილებას 3 თვით ადრე უზღუდავს, რადგან ბოლო 3 თვის განვავლობაში უფლებას არ აძლევს განიხილოს მნიშვნელოვანი საკითხები. არაკონსტიტუციურს უწოდებს აღნიშნულ ჩანაწერს უმცირესობის წარმომადგენელი თინათინ ბოკუჩავა. მისი თქმით, არსებობს ვენეციის კომისიის დასკვნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავად შეუძლია იმსჯელოს კანონში ჩაწერილ იმ დებულებებზე, რომელიც თავის უფლებამოსილებას ეხება.

ეკა ბესელიას განმარტებით, ისინი, ვინც გუშინდელ სხდომაზე კითხვას სვამდნენ, რატომ არ უგრძელდებათ საკონსტიტუციო მოსამართლეებს უფლებამოსილების ვადა, დღეს სვამენ კითხვას, რატომ უგრძელდებათ.

„ჩამოყალიბდით, რა პოზიციაზე დგახართ. ჩვენ გავიზიარეთ ფრაქცია „კონსერვატორების“ წინადადება, რომ ათწლიანი კონსტიტუციური ვადა მოცემულ კანონშიც იყოს ათწლიანი. ეს არის კონსტიტუციის პატივისცემა, ეს არის სწრაფი მართლმსაჯულებისთვის, მოქალაქის უფლების დაზღვევისთვის“, – უპასუხა უმცირესობის წარმომადგენლებს ეკა ბესელიამ.

პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განმარტებით, მეორე მოსმენით კანონპროექტის განხილვა ზუსტად იმიტომ ხდება, რომ მასში რაღაცები შეიცვალოს, თუკი კოლეგები გამოთქვამენ აზრს და შეჯერდებიან,

„როცა რაღაც იცვლება, ამაზე ტრაგედიის შექმნა არ არის სწორი. იმიტომ ვიხილავთ, რომ შეიცვალოს, ეს ერთი. მეორეც, თუ სადმე რაღაც ერთ მუხლში იცვლება, კანონზე ვსაუბრობთ და ბუნებრივია, ის შესაძლოა იწვევდეს ცვლილებას სხვაგანაც. მესამე, რაც შეეხება საკითხს, უფლებამოსილების ვადის ამოწურვის გამო უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ რა ხდება სასამართლოში, მე არ ჩავალ დეტალებში, მაგრამ რჩევა იქნება ყველასადმი, გავაკეთოთ ისე, როგორც გავაკეთებდით იმ შემთხვევაში, როცა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, ვთქვათ და, გარდაიცვალა.

რა ხდება ასეთ დროს, საქმე აღარ გრძელდება? როცა მოსამართლე ან გადადგა, ან გარდაიცვალა, ან უფლებამოსილების ვადა გაუვიდა, არის ის შემთხვევები, როცა მოსამართლე გვყავდა და აღარ გვყავს, და როგორც ვაგრძელებთ საქმეს და როგორც მართლმსაჯულება გრძელდება, ისე გავაგრძელოთ ყველაფერი. უფლებამოსილების გასვლა არ არის ერთადერთი შემთხვევა, როცა საკონსტიტუციო მოსამართლე უცებ აღარ გვეყოლება“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

უმცირესობის წარმომადგენელმა, ხათუნა გოგორიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში კოლეგიების გაუქმება შესთავაზა კანონპროექტის ავტორს. მისი მოსაზრებით კოლეგიას წარმოდგენილი კანონპროექტით ფუნქციები ჩამორთმეული აქვს.

„იმ განმარტებებით, რაც მე-19 და 21-ე მუხლით შემოიტანეთ, კოლეგია გინდ ყოფილა და გინდ არა“, – განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა. მისი თქმით, ერთადერთი ფუნქცია კოლეგიას, რასაც კანონპროექტი უტოვებს, პოლიტიკური პარტიების საქმის განხილვაა.

„თქვენ აკეთებთ ისეთ ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც, ყველა ფუნქცია გადადის კოლეგიიდან პლენუმში, საერთოდ აუქმებთ კოლეგიას, მაგრამ არ გინდათ ამის პირდაპირ ჩაწერა“, – განაცხადა უმცირესობის წარმომადგენელმა.

ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლის, შალვა შავგულიძის მოსაზრებით, წარმოდგენილი ფორმულირებით, სასამართლოს, როგორც კოლეგიური ორგანოს არსი არის იგნორირებული. უმცირესობის წარმომადგენლის, ლევან ბეჟაშვილს შეფასებით, ეს ფორმულირება წარმოადგენს გავლენების სფეროების გადანაწილებას. პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი ფორმულირება ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი განსხვავებული მოსაზრების მქონე ერთი მოსამართლე, პრაქტიკულად, შემძლეა იმისა, რომ საქმე პლენუმში გადაიტანოს.

„ეს ნიშნავს იმას, თუ არა, რომ ნებისმიერ ერთ მოსამართლეს, რომელსაც განსხვავებული აზრი აქვს და კოლეგია არ ეთანხმება, საკითხი გადაიტანოს პლენუმზე? ეს ხომ არ ნიშნავს, რომ თუ ოთხი მოსამართლიდან ოთხივე არ უჭერს მხარს, მაშინ ავტომატურად საქმე პლენუმზე გადადოდეს? თუ ორ მოსამართლეზე იქნება საუბარი და ორი მოსამართლეა მომხრე საკითხის ასე გადაწყვეტის, მაშინ კი,გასაგებია, მაგრამ ერთი მოსამართლისთვის ეს უფლება იქნებ დავასაბუთოთ“,- მიმართა ეკა ბესელიას დავით უსუფაშვილმა.

ეკა ბესელიას განცხადებით, ამ საკითხს მეტი ჩაღრმავება სჭირდება.

„მოქმედი კანონის ამავე მუხლში წერია, რომ კოლეგიას შეუძლია იმ ორ შემთხვევაში, როდესაც განსხვავდება კოლეგიის პოზიცია ადრე არსებული სასამართლოს პრაქტიკისგან და როდესაც განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეს ეხება საკითხი, შეუძლია საკითხი განსახილველად გადასცეს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს. ჩვენ, უბრალოდ, ვამკაცრებთ ამ მუხლს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ფრაქცია „რესპუბლიკელების“ წარმომადგენლის, თამარ კორძაიას განცხადებით, იმის გამო, რომ შემოთავაზებული მიდგომით პოლიტიკური მანიპულაციების რისკი იზრდება, ფრაქცია კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს. მისი თქმით, შეთანხმება ვერ შედგა ისეთ პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით, როგორიცაა, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ გადაწყვეტილების მიღების კვორუმი.

დეპუტატის თქმით, კვორუმის 2/3-მდე აწევა, მაღალი ალბათობით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაუუნაროს გახდის. მისივე განმარტებით, ფრაქცია თანახმა იყო, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ გადაწყვეტილების მიღების კვორუმი სრული შემადგენლობის ნახევარი ყოფილიყო, რასაც ეკა ბესელია არ დაეთანხმა.

„წარმოდგენილი ვარიანტით იზრდება პლენუმის მიერ განსახილველ საკითხთა წრე: პლენუმი იხილავს აქტის შეჩერების საკითხს, თუ ამ აქტის მოქმედებამ შეიძლება გამოუსწორებელი შედეგი გამოიწვიოს; იხილავს ასევე დავას არჩევნებისა და რეფერენდუმის მომწესრიგებელი ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე, არჩევნების კონსტიტუციურობის საკითხს, ასევე თუ ორგანული კანონის ნორმა არ შეესაბამება კონსტიტუციის მეორე თავის მოთხოვნებს.

გარდა ამისა, საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიას კი არა, კოლეგიის ერთ წევრს ენიჭება უფლება, საქმე პლენუმს გადასცეს, თუ მისი პოზიცია კოლეგიის წევრების პოზიციისგან განსხვავდება. მართალია, საბოლოოდ გადაწყვეტილებას პლენუმი იღებს – თვითონ განიხილოს საკითხი, თუ დაუბრუნოს კოლეგიას და არ გაიზიაროს კონკრეტული მოსამართლის პოზიცია, მაგრამ ყველა ეს მოქმედება პროცედურულად საქმის განხილვის გახანგრძლივებას იწვევს, რაც საბოლოო ჯამში გამოიწვევს იმას, რომ სასამართლოს პლენუმი გადაიტვირთება და მის ეფექტურ საქმიანობას შესაძლოა ზიანი მიადგეს“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

კორძაიამ განმარტა ისიც, რომ მაღალი კვორუმი მხოლოდ ორ ქვეყნაში – საფრანგეთსა და გერმანიაში გამოიყენება. სხვა ევროპული ქვეყნების მაგალითები კი, კორძაიას თქმით, იმაზე მეტყველებს, რომ მსგავსი მიდგომა საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში არ არსებობს და ყველგან გადაწყვეტილება დამსწრეთა უმრავლესობით მიიღება.

პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა განიხილეს ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ ალტერნატიული წინადადება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის 25-ე მუხლთან დაკავშირებით.

ფრაქციის წევრის, შალვა შავგულიძის განმარტებით, თუკი 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედი რედაქცია საკონსტიტუციო სასამართლოს აქტის ძალაში შესვლას უკავშირებდა როგორც დარბაზში მის გამოცხადების მომენტს, ასევე წერილობით გამოქვეყნების მომენტს, შემოთავაზებული ცვლილებით, ძალაში შესვლა უნდა დაუკავშირდეს მხოლოდ ვებგვერდზე ამ აქტის ატვირთვის მომენტს. რაც შეეხება ამავე მუხლის მე-5 პუნქტს, თავისუფალი დემოკრატები თვლიან, რომ ძირითადი კანონპროექტით შემოთავაზებულია, რომ ნორმის დროებითი შეჩერების საკითხი გადაეცეს პლენუმს და ეს არ განახორციელოს კოლეგიამ.

„ამის დაშვება არ შეიძლება, რადგან ნორმის დროებით შეჩერებას სასამართლო ახდენს ისეთ შემთხვევაში, თუ ის მიიჩნევს, რომ ამ ნორმის მოქმედებამ დავის საბოლოო გადაწყვეტამდე შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს მხარეს და ეს არის სწრაფად განსახორციელებელი პრევენციის ღონისძიება. იმ შემთხვევაში, როცა პლენუმს გადაეცემა, ვიდრე პლენუმი გამოყოფს მომხსენებელს კანონპროექტით მითითებულ ვადებში, გახანგრძლივდება პროცესი. იმავე კანონპროექტი ითვალისწინებს, რომ პლენუმს შეუძლია გადასაწყვეტად ისევ კოლეგიას დაუბრუნოს ეს საკითხი. გამოდის, რომ კოლეგიას ვანდობთ საკითხის გადაწყვეტას, მაგრამ დროებითი ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობას არ ვაძლევთ, რაც სრულიად გაუმართლებელია“, – განაცხადა შალვა შავგულიძემ.

ორგანული კანონპროექტის ზოგიერთ მუხლთან დაკავშირებით საპარლამენტო უმცირესობის ალტერნატიული წინადადება ლევან ბეჟაშვილმა წარმოადგინა. მომხსენებლის განმარტებით, ალტერნატიული წინადადება ეხება იმუნიტეტთან დაკავშირებული საკითხს, უფლებამოსილების შეჩერების კვორუმის საკითხს.

„ორი მესამედით გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა ხშირად ზედმეტად მკაცრად არის გამოყენებული და გადაწყვეტილების მიღების ბლოკირების რისკს ზრდის. ამიტომ, კვორუმთან დაკავშირებით, გონივრული გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

უმცირესობის ალტერნატიული წინადადება, ასევე, ითვალისწინებს კოლეგიას დარჩეს უფლება ნორმის შეჩერების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ალტერნატიული წინადადება და ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა – რეგიონების“ ალტერნატიული წინადადება კანონპროექტიდან რამდენიმე პუნქტის ამოღებას ითვალისწინებს.

პლენარულ სხდომაზე თანმდევი კანონპროქტი „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მეორე მოსმენით განიხილეს, რომელიც საქმის განხილვაში მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის როგორც განსხვავებული, ასევე თანმხვედრი აზრის არსებობის შესაძლებლობას ითვალისწინებს, რომელიც ასევე თან დაერთვება საქმეს. განისაზღვრება კონკრეტულ საქმეზე მომხსენებელი მოსამართლის ავტომატური, ელექტრონული შერჩევის სისტემის საშუალებით შერჩევის შესაძლებლობა.

კანონპროექტის განხილვის შემდეგ კენჭისყრა გაიმართა, საპარლამენტო უმცირესობამ პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვა.

„ორი დღის განმავობაში გარწმუნებით, რომ ეს კანონპროექტი ზღუდავს საკონსტიტუციო სასამართლოს და აზიანებს ჩვენს ქვეყანას, ამიტომ ჩვენ პროტესტის ნიშნად არ მივიღებთ კენჭისყრაში მონაწილეობას და ვტოვებთ დარბაზს“, – განაცხადა უმცირესობის სახელით სერგო რატიანმა.

ალტერნატიულ წინადადებებს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა. დეპუტატებმა 83 ხმით 4-ის წინააღმდეგ მიიღო ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, 83-მა დეპუტატმა დაუჭირა ასევე მხარი თანმდევი კანონის პროექტს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

მესამე მსოფლიო ომი უკვე აქტიურ ფაზაშია _ გია ხუხაშვილი

19:02; 11 იანვარი, 2026
პოლიტიკა

საქართველოში ირანის საელჩო განცხდებას ავრცელებს

18:44; 10 იანვარი, 2026
პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: საქართველომ კიდევ ერთი წითელი ხაზი გადაკვეთა

17:12; 10 იანვარი, 2026
პოლიტიკა

ჯუანშერ ბურჭულაძის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი ინფორმაციას ავრცელებს

12:56; 10 იანვარი, 2026
პოლიტიკა

“ახალგაზრდა ადვოკატები”: ბიზნესმენ არსენ კუტალაძის საქმეზე, დამნაშავე პირების გამოვლენა და პასუხისგებაში მიცემა საგამოძიებო ორგანოსგან ხელოვნურად გაჭიანურებულია

11:47; 9 იანვარი, 2026

შსს-მ ქურდობის ფაქტი აღკვეთა

ქბრბ საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით საქართველო რეგიონში ლიდერია

ყველა სიახლე

მსოფლიო

ტრამპი: „მკაცრად ვურჩევ მათ, დადონ გარიგება, ვიდრე გვიან არ არის“

11:24; 12.01.2026
საზოგადოება

“ზამთარი ძლიერდება მთელი თავისი სიურპრიზებით” _ კობა ფარტენაძე

11:24; 12.01.2026
საზოგადოება

ახალი დიზაინის პირადობის ელექტრონული მოწმობების გაცემა დაიწყო _ რა ეღირება ის

10:37; 12.01.2026
სამართალი

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია ორი პირი

10:15; 12.01.2026
ზაფრანი

როგორ უნდა დავძლიოთ სიზარმაცე

10:13; 12.01.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს სურნელი

10:11; 12.01.2026
ზაფრანი

მომავლის პროგნოზირება

10:08; 12.01.2026
ზაფრანი

2026 წლის ჰოროსკოპი

10:07; 12.01.2026
საზოგადოება

“დედამ ცოტახნით, მაგრამ მაგარი ბიჭი აჩუქა დედამიწას”

19:22; 11.01.2026
ზაფრანი

უცხოპლანეტელების გამოჩენა და მესამე მსოფლიო ომის დაწყება – რას წინასწარმეტყველებდა ვანგა 2026 წლისთვის

19:09; 11.01.2026
პოლიტიკა

მესამე მსოფლიო ომი უკვე აქტიურ ფაზაშია _ გია ხუხაშვილი

19:02; 11.01.2026
საზოგადოება

დიდთოვლობის გამო გზის გარკვეულ მონაკვეთებზე შეზღუდვებია დაწესებული – განახლებული ინფორმაცია

18:24; 11.01.2026
საზოგადოება

ფოთელ პედაგოგს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრები გაუვრცელეს და სამსახურიდან გაათავისუფლეს

16:23; 11.01.2026
ზაფრანი

როდის და როგორ უნდა აიღოთ ნაძვის ხე, რომ მთელი წელი წარმატებული გქონდეთ

14:27; 11.01.2026
საზოგადოება

წავიდა… უდიდესი კაცი და არტისტი… _ ოზურგეთის თეატრის მსახიობი გარდაიცვალა

14:14; 11.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026
0

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო