თავდაცვის სამინისტროს “დელტას” ხელმძღვანელის გათავისუფლების დეტალებზე საუბარი მოუწევს, _ განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა გადაცემა 2030-ში.
“როგორც ჩანს, ეს ქალბატონი მინისტრის გადაწყვეტილებაა. უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს ყველაფერი, რამდენიმე დღის წინ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის არაეფექტურ მუშაობას უკავშირდება. ნაწილობრივ, ჩემთვის ინფორმაცია ცნობილია, მაგრამ არ მინდა, ცალმხრივ ინფორმაციას დავეყრდნო”, – განაცხადა სესიაშვილმა.
მისი თქმით, “დელტამ” თავდაცვის სამინისტროს არა ერთხელ მიმართა იმ თანხასთან დაკავშირებით, რაც რაკეტების შესაძენად იყო საჭირო.
“ჩემთვის ცნობილი არ არის თავდაცვის სამინისტროს პოზიცია, თუ რატომ არ მოხდა ამ თანხის დროულად მიწოდება, რაკეტების დროულად წარმოება და შესაბამისი მიმართულებით ჩაშვება. ჩემთვის, “დელტა” და თავდაცვის სამინისტრო ცალ-ცალკე მხარე არ არის. ეს ერთი სისტემაა და პასუხისმგებლობა მთლიანად თავდაცვის სამინისტროს აქვს”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.