2015 წლის იანვრიდან 2016 წლის აპრილამდე, საქართველოს პარლამენტის წევრების და პარლამენტის აპარატის თანამშრომლების სატელეფონო მომსახურებისთვის ჯამში 194 532 ლარი დაიხარჯა.
ამის შესახებ "გურია ნიუსის" მიერ საქართველოს პარლამენტიდან გამოთხოვილი ინფორმაციიდან ირკვევა.
ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2016 წლის მხოლოდ 3 თვეში (იანვარი-მარტი) პარლამენტმა სატელეფონო მომსახურებისთვის 38 764.23 ლარი დახარჯა.
იანვარში – 12 937.57 ლარი; თებერვალში – 12 833.65 ლარი; ხოლო მარტში – 12 993 ლარი.
2015 წელს კი, პარლამენტმა ამ მომსახურებისთვის – 155 768 ლარი დახარჯა.
ჩვენთვის მოწოდებული დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ ყველაზე დიდი თანხა 2015 წელს ნოემბერშია დახარჯული – 13 365 ლარი, ყველაზე ნაკლები კი, იანვარში – 12 604 ლარი.
2016 წლის 1 აპრილის მდგომარეობით, პარლამენტის ბალანსზე 666 სატელეფონო ნომერია.