იტალია დემოკრატიულ რესპუბლიკად ყოფნის 70-ე წლისთავს აღნიშნავს. აღნიშნულ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
როგორც ცნობილია, იტალიაში 1946 წელს, რეფერენდუმი ჩატარდა, რის შედეგადაც ქვეყანაში მონარქია დასრულდა.
გარდა ამისა, ეს იყო პირველი არჩევნები, როდესაც ხმის მიცემის პროცესში ქალებმა მიიღეს მონაწილეობა.
მაუწყებლის ინფორმაციით, დემოკრატიის 70-ე წლისთავთან დაკავშირებით რომში აღლუმი ჩატარდა, რომელსაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, მათეო რენცი, პრეზიდენტი სერჯო მატარელა და იტალიის მერი დაესწრნენ.
როგორც ცნობილია, დემოკრატიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ქვეყნის მერი პირველად დაესწრო.