მაისის თვეში პოლიტიკური პარტიების შემოწირულობამ 1 957 899 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახური ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით ყველაზე მეტი _ 1 370 745 ლარის შემოწირულობა მიიღო პარტია ”ქართულმა ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ”; 266 407 ლარის შემოწირულობა მიიღო პაატა ბურჭულაძის მოძრაობამ ”სახელმწიფო ხალხისთვის”,.
შემოწირულობების სიაში მესამე ადგილზეა "საქარტველოს პატრიოტთა ალიანსი" 113 064 ლარით.
რაც შეეხება სხვა პარტიებს: ”გირჩი” – 81 295 ლარი; ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 54 049 ლარი; ”თავისუფალი დემოკრატები” – 28 000; ”გაერთიანება ბედნიერი საქართველოსთვის” – 26 732 ლარი; მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ”ჩვენი სამშობლო” – 11 000 ლარი, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ”საქართველოს მშვიდობისთვის” – 2 360 ლარი; ”თავისუფალი საქართველო” – 2 065 ლარი; ”რესპუბლიკური პარტია” – 1 060 ლარი; ”მემარცხენე ალიანსი” – 1 000 ლარი; ”კონსერვატიული პარტია” – 120 ლარი.