საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, "რუსთავი 2 საუკეთესო მაგალითია იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებში გამარჯვება მოახერხოს"
ეს განცხადება ყოფილმა პრემიერმა რუსთავი 2-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით გააკეთა. ივანიშვილი მზადაა ხალვაშს და დვალს გარანტად დაუდგეს და ფინანსური ზარალი აუნაზღაუროს, იმ შემთხვევაში თუ სასარგებლო პროცესი მათ სასარგებლოდ დასრულდება, ოღონდ მენეჯმენტი და გვარამია არ შეცვალონ:
„მე პირადად გარანტად დავუდგებოდი ხალვაში იქნება თუ დვალი, თუ ორივეს ერთად და ვთხოვდი, ფინანსურად თუ რამე ზარალს ნახავდნენ პირადად ავუნაზღაურებდი, თუ მოხდა და სასამართლო დასრულდა მათ სასარგებლოდ. ოღონდ არ შეეხონ გვარამიას და არ შეეხონ მენეჯმენტს.
საფასურად ჩემგან მოითხოვონ რაც უნდათ, ოღონდ ეგ სალაპარაკო არ დაგვიტოვონ. რუსთავი 2 საუკეთესო მაგალითია იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებში გამარჯვება მოახერხოს“, _ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.