ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პრესსამსახური ურეკში დაბის მაჟორიტარ დეპუტატთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
"მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ურეკში დაბის მაჟორიტარ დეპუტატს ბიძინა იმნაიშვილს ადგილობრივი მოსახლეობა ფიზიკურად გაუსწორდა, "თითქოს ურეკში არსებული გაუსაძლისი მდგომარეობის გამო", სიმართლეს არ შეესაბამება. ინფორმაცია მცდარია გამომდინარე იქიდანაც, რომ ბატონ ბიძინა იმნაიშვილს ინფრასტრუქტურულ პროექტებთან შეხება არ აქვს და ის არ იღებს გადაწყვეტილებებს მიმდინარე სამუშაოების შესახებ. ეს არის დეზინფორმაცია და სიცრუის ტირაჟირება, რომელმაც სამწუხაროდ პერმანენტული ხასიათი მიიღო. მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს ნუ შეიყვანენ მოსახლეობას შეცდომაში და ობიექტურად გააშუქონ მუნიციპალიტეტში მიმდინარე მოვლენები", _ აღნიშნულია საკრებულოს განცხადებაში.
(R)