ლანჩხუთის კულტურის ცენტრთან არსებულ ხუხუნაიშვილების სახელობის ბავშვთა სიმღერა-გალობის სკოლის გუნდს, რომელსაც ავთანდილ თურქია უდგას სათავეში, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ საჩუქრად, შემოქმედთა წახალისების პროგრამის ფარგლებში, ფულადი თანხა გადასცა.
გასულ თვეში ხუხუნაიშვილების ბავშვთა გუნდმა საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების მეორე ეროვნულ კონკურსზე ქართული ხალხური სიმღერის კატეგორიაში ფესტივალის ოქროს მედალი და ფულადი ჯილდოს სახით 600 ლარი დაიმსახურა, ხოლო ბრინჯაოს მედალი და 200 ლარი ქართული გალობის კატეგორიაში.
"დიდი მადლობა იმისთვის, რომ ასე ასახელეთ ჩვენი მუნიციპალიტეტი. თქვენ ჩვენი ხვალინდელი დღე ხართ, რომლითაც ვამაყობთ და კიდევ უფრო ვიამაყებთ. გისურვებთ უფრო დიდ წარმარტებებს" – მიმართა საჩუქრის გადაცემისას მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბავშვებს.