BBC ძირითად 8 მიზეზს ასახელებს, რამაც დიდი ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებზე გავლენა მოახდინა.
როგორც ცნობილია, ბრიტანეთის მოსახლეობის 52-მა პროცენტმა ევროკავშირის დატოვებას დაუჭირა მხარი.
მაუწყებელი 1-ელ მიზეზად ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობას ასახელებს.
მე-2 მიზეზად კი, ჯანდაცვის რეფორმა სახელდება, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ჯანდაცვის სააგენტო 350 მილიონით ზედმეტს ხარჯავდა.
მე-3 მიზეზად საიმიგრაციო საკითხი სახელდება, ხოლო მეოთხედ ის, რომ საზოგადოებამ პრემიერ-მინისტრის, დევიდ კემერონის სმენა შეწყვიტა.
კიდევ ერთი მიზეზია, ის, რომ ლეიბორისტულმა პარტიამ, არასწორი კამპანიის შედეგად ვერ შეძლო მხარადმჭერთა ხმების მოპოვება, რამაც რეფერენდუმზე გადამწყვეტი როლი შეასრულა.
BBC ასევე აღნიშნავს, რომ მოსახლეობის გადაწყვეტილებაზე ზეგავლენა პოლიტიკოსების, ბორის ჯონსონის და მაიკლ გოვის საარჩევნო კამპანიამაც მოახდინა.
მაუწყებლის ინფორმაციით, რეფერენდუმში მონაწილეობა ძირითადად 55 წელს გადაცილებულმა პირებმა მიიღეს, რაც ასევე აისახა შედეგებზე.
მე-8 მიზეზად კი სახელდება ის, რომ დიდი ბრიტანეთის ურთიერთობა ევროპასთან არასდრის ყოფილა მარტივი და სტატიკური.