თბილისში გამართულ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოში ადამიანის უფლებების, ქვეყნისა და გარემოს უსაფრთხოების შესახებ ფართო დეკლარაცია მიიღეს, რომელიც ეუთო-ს ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
როგორც ცნობილია, აღნიშნულ დეკლარაციაზე კომიტეტის მომხსენებლები რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ეუთო-ს კომიტეტის წევრებთან ერთად დეკლარაციაზე მუშაობის პროცესში 54 ქვეყნიდან, დაახლოებით, 300 პარლამენტარი მონაწილეობდა.
დღეს მიღებული დეკლარაცია ასევე ეხება უკრაინაში შექმნილ ვითრებას, გაჭიანურებულ კონფლიქტებსა და კორუფციასთან ბრძოლას, ასევე ენერგეტიკის, კლიმატის ცვლილებებს, მიგრაციის და ლტოლვილტა უფლებებს.
"გურია ნიუსი" ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას მიერ მიღებული დეკლარაციის იმ ნაწილის თარგმანს გთავაზობთ, რაც საქართველოს ეხება:
"ვადასტურებთ რა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიის დაცვასა და ეუთო-ს ნორმებს, პრინციპებსა და ვალდებულებებს, კიდევ ერთხელ ვუცხადებთ მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს . ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საქართველოში კონფლიქტი მშვიდობიანი გზით მოსაგვარებლად, ძალისხმევა გაიზარდა, რაც ჰელსინკის აქტს შეესაბამება,"_ წერია განცხადებაში.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა აღნიშნავს, რომ რუსეთი 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღებულ შეთანხმებასა და საერთაშორისო სამართალს არღვევს.
"სინანულს გამოვთქვამთ, რომ მიუხედავად საერთაშორისო მოწოდებისა, რუსეთის ფედერაცია არ ასრულებს საერთაშორისო სამართალს და არღვევს ევროკავშირის შუამავლობით, 2008 წლის 12 აგვისტოს, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, ასევე აგრძელებს, ოკუპაციისა და მცოცავი ანექსიის პოლიტიკას, აფხაზეთისა და ცხინვალის, სამხრეთ ოსეთის რეგიონებში,"_ აღნიშნულია დეკლარაციაში.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ასევე შეშფოთებულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე იძულებით გადაადგილებული პირების ჰუმანიტარული მდგომარეობითაც.
"შეშფოთებას გამოვხატავთ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების ჰუმანიტარულ მდგომარეობის შესახებ, ვისაც არ ააქვთ უფლება იცხოვრონ უსაფრთხოდ, ღირსეულად და შეუფერხებლად საკუთარი წარმოშობის ადგილებში და არ გააჩნიათ საკუთრების უფლება, შეწუხებულები ვართ, რუსეთის სამხედრო ძალების მიერ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების და მიწაყრილების მონტაჟის გამო, რითაც, ადგილობრივი მაცხოვრებლების ფუნდამენტურ უფლებებს და თავისუფლებებს, თავისუფალი გადაადგილებისა და ოჯახის, საკუთრების უფლებას, მათ შორის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღებისა და სხვა სამოქალაქო და ეკონომიკურ უფლებებს არღვევენ,"_ამბობენ ეუთო-ში.
ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში ასევე აღნიშნავენ, რომ ევროკავშიროს სადამკვირვებლო მისია საქართველოში თავის მანდატს სრულად ვერ ასრულებს.
"ხაზგასმით ავღნიშნავთ, რომ 2009 წლის შემდეგ, რაც საქართველოში ეუთო-ს და გაერო-ს დამკვირვებელთა მისია დაიხურა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საერთაშორისო მონიტორინგის ერთადერთი დაჯგუფებაა ადგილზე, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ ასრულებს თავის მანდატს სრულად,"_წერია დეკლარაციაში.
ეუთო-ს საპატრლამენტო ასამბლეა მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები.
"მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღებული შეთანხმება,
ასევე, გადახედოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლად ცნობის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას და შეწყვიტოს ტერიტორიების ოკუპაცია,"_ წერია დეკლარაციაში.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ასევე მოითხოვს, რომ საქართველოში ეუთო-ს სადამკვირვებლო მისია აღდგეს.
"მოვუწოდებთ კონფლიქტის პრევენციის ცენტრს, რომ აღადგინოს ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ყოფნა საქართველოში, რაც ხელს მნიშვნელოვნად შეუწყობს ეუთო-ს ჩართულობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებსა და ინციდენტების პრევენციის რეგირების მექანიზმში.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ასევე მოუწოდებს კონფლიქტში ჩართულ მხარეებს, რომ კონსტრუქციულად ჩაერთონ პრობლემის მოგვარებაში და პატივი სცენ ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებს.
"მოვუწოდებთ კონფლიქტის მხარეებს, რომ კონსტრუქციულად ჩაერთონ პრობლემის მოგვარებაში, რათა მიღწეული იქნას ძირითადი პროგრესი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში;
ასევე, მოვუწოდებთ კონფლიქტში მონაწილე ყველა მხარეს, რომ პატივი სცენ ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებს,"_ წერია დეკლარაციაში.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ასევე მოუწოდებს რუსეთს, რომ უზრუნველყოს იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხოება, ხოლო ევროკავშირს სადამკვირვებლო მისიას ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუშაობის საშუალება მისცეს.
"მოვუწოდებთ. რუსეთის ფედერაციას, რომ უზრუნველყოს იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო დაბრუნება მშობლიურ სახლებში და საჭიროების შემთხვევაში მათ ჰუმანიტარული დახმარება გაუწიოს,
ასევე მოვუწოდებთ რუსეთს, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას დაუბრკოლებლად მისცეს მუშაობის საშუალება ოკუპირებულ ტერიტორიებზე,"_ ნათქვამია დეკლარაციაში.
ამავე თემაზე:
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე თბილისის დეკლარაცია მიიღეს