2013 წლის 1 ივლისიდან 2016 წლის 1 ივლისამდე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ სულ 115 ინსპექტირება ჩატარდა.
აღნიშნულის შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა აპარატის სამწლიანი საქმიანობის შეჯამებისას გახდა ცნობილი.
სამი წლის განმავლობაში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მიერ შემოწმდა როგორც საჯარო დაწესებულებები, ისე კერძო ორგანიზაციები. აქედან საქართველოს პროკურატურა ყველაზე მეტჯერ -ათჯერ შეამოწმეს, შინაგან საქმეთა სამინისტრო შემოწმებულია 8-ჯერ, ხოლო 7-ჯერ შემოწდა შსს-ს პოლიციის დეპარტამენტის რაიონული განყოფილების სამმართველოები.
სამწლიანი პერიოდში სულ 57 კერძო ორგანიზაციის 904 ობიექტი შემოწმდა. კერძო და საჯარო სექტორებში გამოვლენილი სამართალდარღვევების შემდეგი სახეები იკვეთება: პირდაპირი მარკეტინგის წესების დარღვევა, სუბიექტის ინფორმირების წესის დარღვევა, აუდიო-ვიდეო თვალთვალის წესების დარღვევა, ასევე კომპანიების მიერ მონაცემთა გამჟღავნების წესის დარღვევა, პრინციპების დარღვევა და საფუძვლის გარეშე მონაცემთა დამუშავება.
"2013 წლის 1 ივლისიდან 2016 წლის 1 ივლისამდე, სულ გაცემულია 3 614 კონსულტაცია, აქედან კონსულტაციების თემატიკა შემდეგნაირია : მონაცემთა გასაჯაროება, გაცემა, წვდომა; სუბიექტის უფლებები/მონაცემთა უსაფრთხოება; პირდაპირი მარკეტინგი; ფარული საგამოძიებო მოქმედებები. აქედან პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მონაცემებით, ყველაზე აქტუალური საკითხები, განცხადებების მიხედვით, არის პირდაპირი მარკეტინგი, მონაცემთა დამმუშავებლის მიერ მოქალაქისათვის ინფორმაციის მიუწოდებლობა და მონაცემთა გასაჯაროება", _ აღნიშნავენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში.
ამავე თემაზე:
პრობლემად რჩება პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პრინციპების დაუცველობა – ქალდანი
სარეკლამო მესიჯების გაგზავნისთვის ორგანიზაციები დაჯარიმდნენ
„ორგანიზაციები ვიდეოთვალთვალს უკანონო მიზნებისთვის იყენებენ“
რა სამართალდარღვევები გამოავლინა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა შსს-ში
რამდენი ორგანიზაცია დააჯარიმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტომა