დღეს ლანჩხუთში თითქმის გადაუღებლად წვიმს და ქუჩებში უხვი ნალექის გამო წყალი დგას. ეს ვიდეო ქალაქის ცენტრში, ახლადრეაბირიტირებული სკვერის მიმდებარედ მრავალბინინიანი საცხოვრებელი სახლის შიდა ეზოშია გადაღებული, სადაც "გურია ნიუსის" ლანჩხუთის ოფისია განთავსებული.
ადგილობრივმა მოსახლეობამ არაერთხელ მოგვმართა დახმარებისთვის, იქნებ ჩვენი გასაჭირის შესახებ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამდე ხმა მიიტანოთო. ჩვენ გაზეთშიც არაერთხელ დაიწერა აქ არსებული მდგომარეობის შესახებ, თუმცა შედეგი ამ დრომდე არ ჩანს.
თავიდან ამ ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება ჯერ კიდევ გასულ წელს იყო დაანონსებული, შემდეგ ითქვა, რომ 2016 წელს დაიგებოდა აქ ასფალტის საფარი, თუმცა, ახლა ირკვევა, რომ წელს აქ მხოლოდ სანიღვრე არხების მოწყობა იგეგმება.
ადგილობრივებს უჩნდებათ კითხვა, რა უფრო პრიორიტეტულია, მოსახლეობის ყოფითი პირობების მოგვარება თუ სკვერებისა და შადრევნების ფასადური იერსახის ცვლილება.