საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს დღეს ოზურგეთში ელოდებიან.
მთავრობის მეთაური შეკვეთილში ულტრათანამედროვე საკონცერტო დარბაზის Black sea arena-ს სახელმწიფოსთვის გადაცემის ცერემონიას დაესწრება.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, შეკვეთილში მდებარე საკონცერტო დარბაზი, რომლის მშენებლობა "ქართუს" 200 მილიონ ლარზე მეტი დაუჯდა, 8700-მდე სტუმრისთვისაა გათვლილი და სივრცე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის სრულად ადაპტირებულია.
ღონისძიება გუშინ უნდა გამართულიყო, თუმცა, სტიქიის გამო გადაიდო.