ევროკავშირის ლიდერები დიდი ბრიტანეთის ბლოკიდან გასვლისათვის ემზადებიან. აღნიშნულ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
როგორც გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი აცხადებს, პროცესი ძალიან რთული იქნება და ლონდონმა უნდა გადაწყვიტოს რა სახის ურთიერთობა ექნება ევროკავშირთან.
"გერმანიის პერსპექტივიდან გამომდინარე შემიძლია ავღნიშნო, რომ დიდი ბრიტანეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და მომავალში მჭიდრო კავშირი გვექნება,"_აცხადებს მერკელი.
მან ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშრის დარჩენილმა 27-ვე წევრმა ასევე უნდა დაიცვან სახელმწიფოს ინტერესები.
როგორც ცნობილია, ბრიტანეთში ევროპული ხელშეკრულების 50-ე მუხლი, რომელიც ბლოკიდან გასვლის გეგმას ითვალისწინებს, ჯერ არ ამოქმედებულა.
მაუწყებლის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირის ერთიან ბაზართან ხელმისაწვდომობა მოითხოვოს.