ოქსფორდში მდებარე ჯონ რედკლიფის საავადმყოფოს ექსპერტები ირწმუნებიან, რომ ოპერაციის დროს მუსიკის მოსმენა პროცედურის შედეგების გაუმჯობესებას უწყობს ხელს. ბრიტანელი სპეციალისტების აზრით,ადგილობრივი ანესთეზიის დროს მუსიკა პაციენტებს დაძაბულობის მოხსნაში ეხმარება. ამასთან, ისინი აღნიშნავენ, რომ მეტი ეფექტურობისთვის მშვიდი მუსიკალური კომპოზიციის ჩართვაა საჭირო.
აღნიშნულ დასკვმადე სპეციალისტები 96 პაციენტის დაკვირვების დროს მივიდნენ. კვლევის შედეგები გამოცემა Annals of the Royal College of Surgeons-ში გამოქვეყნდა. ექსპერიმენტის მონაწილეთა ნახევარს ოპერაციის დროს მუსიკას ასმენინებდენ. პროცედურის შემდეგ პაციენტებს სთხოვეს მოეთხროთ, თუ რამდენად ღელავდნენ საოპერაციო მაგიდაზე წოლისას.
აღმოჩნდა, რომ დაძაბულობის განცდა იმ ჯგუფის ავადმყოფებში ერთი მესამედით ნაკლები იყო, რომლებსაც მუსიკა მოასმენინეს. ისინი გაცილებით ნაკლები სიხშირით სუნთქავდნენ, ვიდრე მეორე ჯგუფის წევრები.
მუსიკა ტკივილის სიძლიერეს ამცირებს და პაციენტებს სუნთქვას უადვილებს. ასევე, საიდუმლო არაა, რომ სტრესი ნეგატიურად აისახება ოპერაციის მსვლელობაზე და რეაბილიტაციის პროცესს აჭიანურებს. მუსიკა კი, სტრესის მოხსნის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.