იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 14 ივლისის სხდომაზე მოსამართლეობის კანდიდატთა კენჭისყრის შედეგად 44 მოსამართლე აირჩიეს. მათგან 21 მოქმედი მოსამართლე, 9 იუსტიციის უმაღლესი სკოლის ყოფილი მსმენელი და 14 ყოფილი მოსამართლეა.
კონკურსი 65 ვაკანსიაზე იყო გამოცხადებული და მასში მონაწილეობას 122 კანდიდატი იღებდა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, თანამდებობაზე დაინიშნენ:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა – გიორგი გოგიაშვილი, ირაკლი შენგელია, მირანდა ერემაძე.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა – თამარ ალანია, გოგიტა თოთოსაშვილი, თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი, ვანო წიკლაური, დიანა ბერეკაშვილი.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა – მაია თეთრაული, მარინა ხოლოაშვილი.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგია – მერაბ გაბინაშვილი.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა – დიმიტრი გვრიტიშვილი, სიმონ ჩხაიძე.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა – მაკა გორგოძე.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია – ივანე აღნიაშვილი, ნანა ჭიჭილეიშვილი.
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგია – მაკა გველესიანი, ლელა კალიჩენკო, გიორგი კერატიშვილი.
9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია – თამარ ბურჯანაძე, გიორგი გოგიჩაშვილი, ვლადიმერ კაკაბაძე, ქეთევან კუჭავა, ლევან მიქაბერიძე, ნათია შიოშვილი, თამარ ჩიხლაძე, შორენა წიქარიძე, მაკა ჭედია, ელისო ტუკვაძე.
10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია – ეკატერინე გაბრიჩიძე, ნათია გუდაძე, ლავრენტი მაღლაკელიძე.
11. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია – დავით მამისეიშვილი.
12. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია – გოჩა დიდავა.
13. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ბაღდათის მუნიციპალიტეტში – მანანა ნიკაჭაძე.
14. გურჯაანის რაიონული სასამართლო – დევი დევიძე.
15. ზუგდიდის რაიონული სასამართლო – ირაკლი აბშილავა, დავით გელაშვილი.
16. თელავის რაიონული სასამართლო – ზვიად შარაძე.
17. მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია – ვასილ მშვენიერაძე.
18. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია – ეკატერინე ყანჩელი.
19. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია – მამია ფხაკაძე.
20. რუსთავის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ბაღდათის მუნიციპალიტეტში – ირინე ტყეშელაშვილი.
21. სამტრედიის რაიონული სასამართლო – ლევან მეშველიანი.