„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ საფრანგეთის ქალაქ ნიცაში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო საფრანგეთის მთავრობასა და ფრანგ ხალხს სამძიმარს უცხადებს.
„ეს არის შემაძრწუნებელი ტრაგედია. სამწუხაროა, რომ მორიგ ტერორისტულ აქტს კვლავ შეეწირნენ უდანაშაულო ადამიანები. ეს არის მსოფლიო ტრაგედია, თითოეული ჩვენგანის ტრაგედია.
მომხდარმა ტერორისტულმა აქტმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ სისასტიკესთან გამკლავება შეუძლებელია ცივილიზებული მსოფლიოს ერთობლივი და უკომპრომისო ბრძოლის გარეშე. დიდი გულისტკივილით ვუთანაგრძნობთ დაღუპულთა ოჯახებს, ფრანგ ხალხს, საფრანგეთის მთავრობას. გამძლეობას ვუსურვებთ მათ ამ მძიმე წუთებში“, _ აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
(R)