დღეს თბილისის სპორტის სასახლეში პარტია "თავისუფალი დემოკრატების" მეოთხე ყრილობა გაიმართა. ყრილობაზე პარტიის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ სიის ოცეული წარადგინა. სიაში მოხვდა "თავისუფალი დემოკრატების" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე და პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი თემურ სალუქვაძე.
ოცეულის წარდგენის შემდეგ, დასახელდნენ დეპუტატობის კანდიდატები, რომლებიც იბრძოლებენ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში. თემურ სალუქვაძე "თავისუფალი დემოკრატების" სახელით კენჭს იყრის ოზურგეთში. ამ ეტაპზე "თავისუფალ დემოკრატებს" არ ყავთ შერჩეული კანდიდატი ჩოხატაურისა და ლანჩხუთის ოლქებში.
"თავისუფალი დემოკრატების" საპარლამენტო სიის პირველი ოცეული ასეთია: ირაკლი ალასანია, ვიქტორ დოლიძე, ნინო გოგუაძე, ზურაბ აბაშიძე, ირაკლი ჩიქოვანი, შალვა შავგულიძე, თამარ კეკენაძე, ალექსი პეტრიაშვილი, მაია ფანჯიკიძე, გიორგი ცაგარეიშვილი, თამარ ამაშუკელი, დავით ონოფრიშვილი, თამაზ შიოშვილი, ვახტანგ მჭედლიძე, თინათინ რევაზაშვილი, თამარ კობერიძე, თეიმურაზ სალუქვაძე, ბენიამინ კასიმოვი, კოკა ფრუიძე და მიხეილ ავაქიანი.