აღსრულების ეროვნული ბიუროს ეზოში სროლა იყო. აღსრულების ბიუროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ორმა კერძო პირმა ერთმანეთს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.
მათივე ინფორმაციით, დაჭრილია ორივე მათგანი, რომელიც ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
"ინციდენტს აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან არავითარი კავშირი არა აქვს. დაპირისპირება ორ კერძო პირს შორის მოხდა,"_ განაცხადეს აღსრულების ეროვნულ ბიუროში.
ადგილზე საპატრულო პოლიცია მუშაობს.