ბევრისთვის ნაცნობია ასეთი მდგომარეობა: სირბილის ან ფიზიკური დატვირთვის შემდეგ მარჯვენა გვერდის ტკივილი. ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის გამო ირღვევა სისხლის მიმოქცევა და ღვიძლი სივდება, აღიზიანებს ტკივილის რეცეპტორებს – აქედან ჩნდება ტკივილიც.
ეს მდგომარეობა მძაფრდება თუ ადამიანმა ვარჯიშის წინ დიდი რაოდენობით მიირთვა: საჭმლის მომნელებელი ტრაქტის გადატვირთვით, ღვიძლსაც ვტვირთავთ.
სტატისტიკის მიხედვით ბევრი ადამიანი სპორტით შემთხვევიდან შემთხვევამდე ვარჯიშობს, განსაკუთრებით მაშინ როცა გახდომა სურს. ასეთ დროს ხდება ცხიმოვანი მჟავების დაგროვება და ღვიძლის უჯრედების დარღვევა. ასევე გავრცელებული სიტუაციაა, როცა ვიცავთ მკაცრ დიეტას და ვიწყებთ ინტენსიურ ვარჯიშს. ასეთ სიტუაციას ღვიძლი მძიმედ იტანს. დიეტის დროს ორგანიზმი ვერ იღებს აუცილებელ ცხიმოვან მჟავებს და ვიტამინებს – ანტიოქსიდანტებს, რომელიც აუცილებელია ღვიძლის უჯრედების აღსადგენად, თავის ტვინისა და გულისათვის.
ღვიძლი – უნიკალური ორგანოა. ის მაშინაც მუშაობს, თუ მასში 20% ჯანმრთელი უჯრედია დარჩენილი, მას რეგენერაცია შეუძლია. მასში ფაქტიურად არ არსებობს ნერვის დაბოლოებები და ამიტომაც ის ადამიანს არ ტკივა, ხოლო ავადმყოფობის დაწყებითი სტადია სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს.
ამერიკელი მეცნიერების კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ქალებში 50 წლის ზემოთ აუცილებელია მსუბუქი ფიზიკური დატვირთვა, კვირაში 7 საათი ფეხით სიარული კიბოს განვითარების რისკს 14% ამცირებს.