სამხრეთ კაროლინის უნიოვერსიტეტის მეცნიერებმა გამოიკვლიეს, რომ ტელევიზორი ცუდად მოქმედებს ბავშვების სააზროვნო ფუნქციაზე, აგრეთვე მათ კონცენტრაციის უნარზე.
ამასთანავე, უარყოფითი ზეგავლენა დაკავშირებულია, პირველ ყოვლისა, არა მხედველობით, არამედ სმენით აღქმასთან.
მკვლევარებმა დაადგინეს, თუკი ბავშვი არ უყურებს ტელევიზორს, მაგრამ ესმის ხმა – ბავშვის ტვინში მიმდინარეობს შეუქცევადი რეაქციები, რომლებიც აუარესებენ მის ყურადღებასა და ფიქსაციის უნარს. ექსპერტები ხაზგასმით აღნიშნავენ – თუკი ტელევიზორი სხვა ოთახშია ჩართული, მაგრამ ბავშვს ესმის მისი ხმა, ბავშვის ტვინი მუდმივ რეჟიმში იღებს ზედმეტ ინფორმაციას, რაც მას ხელს უშლის იმ საქმიანობაში, რითაც არის დაკავებული – თამაშში, წიგნის კითხვაში, საშინაო დავლების შესრულებაში და სხვ.
მეცნიერების აზრით, იმისათვის, რათა გამოვრიცხოთ ტელევიზორის მავნე ზემოქმედება, ის დღის განმავლობაში 90 წუთზე მეტ ხანს არ უნდა იყოს ჩართული.