თბილისის საკრებულოს წევრი შალვა ოგბაიძე სოციალურ ქსელში ქუთაისი სამტრედიის შემოვლითი ჩქროსნული ავტომაგისტრალის ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ გზის ეს მონაკვეთი განსაკუთრებით საშიშია.
"ეს არის ქუთაისი-სამტრედიის შემოვლითი გზის მონაკვეთი.
ზუსტად ნამდვილად არ ვიცი რა ადგილზე მოხდა ის საზარელი აცარია, რომელსაც 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მაგრამ კონკრეტულად ეს ადგილი წარმოადგენს მომეტებული რისკის ადგილს.
თუ დააკვირდებით, ამ ადგილზე სრულდება ცალმხრივი მოძრაობა და ძალიან მოკლე მონაკვეთში (ისე რომ ავტომობილი ვერ ასწრებს სისწრაფის "დაგდებას'') დიდი სისწრაფით მოძრავი ავტომობილები ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდებიან.
ეს წარმადგენს საშიშ კონფლიქტურ წერტილს და საჭიროებს სწრაფ ჩარევას, წინააღმდეგ შემთხევაში მაგ ადგილზე ავარიების რაოდენობის ზრდა გარდუვალია სამწუხაროდ", _ წერს ოგბაიძე.
ცნობისთვის, გუშინ, ქუთაისი სამტრედიის შემოვლითი ჩქროსნული ავტომაგისტრალზე ორი მსუბუქი ავტომობილის შეჯახების შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა 4 კი დაშავდა.
დაშავებულთა შორის ქართველი მორაგბეები, გიორგი ლომინაძე და მერაბ კვირიკაშვილი არიან. ისინი ავტომობილში მეუღლეებთან ერთად იმყოფებოდნენ.
ამავე თემაზე:
არის თუ არა ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე სახიფათო მონაკვეთები