აღნიშნულ პარკს რეკონსტრუქცია უტარდება. პარკის გაყოფა, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში გადატვირთული მოძრაობის დარეგულირების მიზნით გადაწყდა. იქ არსებული სავაჭრო ობიექტების სიმრავლის და აგრარული ბაზრის არსებობის გამო მუდმივად ქაოსური მდგომარეობაა შექმნილი. ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები.
ქალაქის მერიისთვის ასევე, მნიშვნელოვანი საკითხია პარკში არსებული მწვანე ნარგავების შენარჩუნება. რეკონსტრუქციის შედეგად ხეებს დაზიანდება არ ემუქრება. რაც შეეხება დეკორატიულ მუხას, შესაბამისი სამსახურების მიერ ავტოსადგურის ტერიტორიაზე იქნა გადარგული.
“პროექტი, რომელიც ამჟამად 9 აპრილის სახელობის პარკში ხორციელდება, ქალაქისთის ერთობ მნიშვნელოვანია. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ქალაქში, უსაფრთხო გადაადგილება შესაძლებელი გახდება.
ჩვენთვის მთავარი საზოგადოებისთვის მაქსიმალურად კომფორტული გარემოს შექმნაა. რაც შეეხება ოპონენტების აბსურდულ მოსაზრებებს, ჩვენთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია იმ ადამიანთა შეფასებები, რომელთაც ცხრა წლის მანძლზე ქვეყნისა და ქალაქის საკეთილდღეოდ ნაბიჯი არ გადაუდგამთ. ტყუილად ცდილობენ ქალაქის მერიის მიერ განხორციელებულ პროექტებს ჩრდილი მიაყენონ, რადგან საზოგადოება თვალნათლივ ხედავს განსხვავებას და ჩვენს საქმიანობას აფასებს.“ – განაცხადა ქალაქის მერმა, ბეგლარ სიორიძემ.
პარკის რეკონსტრუქციის სამუშაოები, რომელსაც შპს “გზამშენი-18“ ახორციელებს, ორ თვეში დასრულდება.