როგორც ამერიკელი მკვლევარების – ჯონ თაუნსენდის და ჰარი ლევის გამოკვლევებმა დაადასტურა, ძვირფას ტანსაცმელში გამოწყობილი მამაკაცები გაცილებით მეტად ხიბლავენ ქალებს, ვიდრე ჩვეულებრივტანსაცმლიანი კაცები.
ექსპერიმენტში მონაწილეობდა ათასზე მეტი ქალი. მათ უჩვენებდნენ ერთსა და იმავე მამაკაცის ფოტოებს, ოღონდ სხვადასხვანაირად ჩაცმულებს: ჯერ ძვირფას ტანსაცმელში გამოწყობილებს, შემდეგ – ჩვეულებრივ ტანსაცმელში (ყოველდღიურში, სპორტულში, ოფიციანტის უნიფორმაში და ა.შ.). ყოველი მათგანი მშვენიერთა სქესის წარმომადგენლებს უნდა შეეფასებინათ მოცემული შკალის მიხედვით, სადაც სიმპათიის ხარისხი იზომებოდა ტერმინებით: „დავლევდი მასთან ერთად ყავას“, „გავიზიარებდი მასთან სარეცელს“, „გავყვებოდი ცოლად“.
ძალიან დიდი სხვაობით გაიმარჯვა ძვირფას სამოსში ჩაცმული მამაკაცების ფოტოებმა.
მკვლევართა დასკვნით ქალების არჩევანი განპირობებულია ქვეცნობიერი გათვლით, რომ კარგად ჩაცმულ მამაკაცს შეუძლია უზრუნველყოფა ქალისაც და მომავალი შთამომავლობისაც. როგორც ჩანს, ჰოთ-დოგის გამყიდველის ფორმაში გამოწყობილი სიმპათიური მამაკაცები ქალებს მსგავს ასოციაციებს არ აღუძრავენ.