"საქართველოს პატრიოტთა ალიანსი-გაერთიანებული ოპოზიცია"-ს მიერ, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ოზურგეთის ოლქიში შოთა გოგიბერიძე იქნება.
შოთა გოგიბერიძის წარდგენა ქალაქ ქუთაისში მოხდა, როდესაც "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი-გაერთიანებული ოპოზიციამ" დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.
გოგიბერიძე ჩვენთან საუბრის დროს ამბობს, რომ ის დარწმუნებული არის, რომ საპარლამენტო არჩევნებზე დიდ წარმატებას მიაღწევს.
"პირდაპირ გეტყვით, მაქვს დიდი მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან და აქედან გამომდინარე მივიღე ეს გადაწყვეტილება. ასევე მინდა გითხრათ, რომ 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ჩვენმა პარტიამ კარგი შედეგი დადო," – გვითხრა შოთა გოგიბერიძემ.
შოთა გოგიბერიძე 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ქალაქ ოზურგეთის მერობის კანდიდატი იყო. მან მეორე ტურში გამარჯვებას ვერ მიაღწია.