წარმატებული ქორწინებისთვის მნიშვნელოვანია, თუ როგორი იქნება მისი დასაწყისი. ახალდაქორწინებულთათვის ქორწილის შემდეგ ყველაზე დასამახსოვრებელი მოვლენა საქორწინო მოგზაურობაა. ამიტომ, თაფლობის თვის გასატარებლად ადგილის შერჩევა ქორწილამდე, დიდი ხნით ადრე უნდა მოხდეს.
1. ვენეცია
სად უნდა გაატარო დაუვიწყარი თაფლობის თვე, თუ არა ვენეციაში?! წყალზე აგებული ქალაქი, ნავით გასეირნება და ძველებური სახლები რომანტიულ განწყობას უქმნის შეყვარებულ წყვილებს. სტუმრებს ადგილობრივები ყოველთვის ღიმილით ხვდებიან. ღამის ვენეცია დამსველებლების განსაკუთრებულ აღტაცებას იწვევს. ამ დროს განათებული ქალაქი წყალზე ირეკლება და სილამაზით ხიბლავს შეყვარებულებს. ვენეცია არის ადგილი, სადაც შეგიძლია მეგაპოლისებისთვის დამახასიათებელ ხმაურსა და მტვერს გაექცე.
2. სანტა-ლუსია
კარიბის ზღვის კუნძულების კურორტი სანტა-ლუსია, ახალგაზრდა ოჯახური წყვილის თანაცხოვრების დაწყებისთვის საუკეთესო ადგილია. სანტა-ლუსია ტროპიკული ტყეებით, მაღალი მთებითა და ქვიშიანი სანაპიროთი იტყუებს განმარტოების სურვილით შეპყრობილ ცოლ-ქმარს. მთაგორიან გარემოში აშენებულ სასტუმროში გატარებული ღამეები კი, სამუდამოდ დაამახსოვრდებათ ახლადდაქორწინებულებს.
3. ლადაკხი (ინდოეთი)
თაფლობის თვის გასატარებლად ერთ-ერთ ყველაზე შესაფერის ადგილად ლადაკხი მიიჩნევა. იგი დამსველებლებს თავისი აღმოსავლური ფილოსოფიითა და რელიგიურობით იზიდავს. აქ შესაძლებელია სამონასტრო კომპლექსისა და მუზეუმის მონახულება და ლაბირინთის მსგავს ქუჩებში, უაზროდ ხეტიალი. ნებისმიერ ახლადგამომცხვარ ცოლს გაახალისებს აღმოსავლური სამოსის, ულამაზესი ქსოვილების, საინტერესო სუვენირებისა და ძვირფასი ქვების შეძენა. სამახსოვრო შენაძენის შემდეგ ახლადდაქორწინებულებს მყუდრო კაფეში ან ყვავილებით მორთულ რესტორანში განმარტოვება შეუძლიათ. ლადაკხში დაუვიწყარი თაფლობის თვის გატარების შემდეგ, ოჯახური წყვილი აღარასდროს დაფიქრდება იმაზე, თუ სად გაემგზავროს შვებულების გასატარებლად.
4. ბარბადოსი
კარიბის ზღვაში მდებარე ბარბადოსი _ ახლადგამომცხვარ ცოლ-ქმარს ცხელი პლაჟით იზიდავს, სადაც მათ მრავალფეროვანი გასართობი სანახაობები ელით: სპორტული ღონისძიებები, ცეცხლოვანი მუსიკა და ცეკვები, მაგარი სასმელი და უგემრიელესი სამზარეულო. თუმცა, ბარბადოსი გამორჩეული მხოლოდ პლაჟით არ არის. დამსვენებელს აქ კიდევ არაერთი ღირსშესანიშნაობის მონახულების შესაძლებლობა აქვს. მათ შორისაა ფეირიონტის სამეფო პავილიონი. ბარბადოსზე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გასართობი გოლფია. სპორტის ამ სახეობის მოყვარულები უბრალოდ ვერ აუვლიან გვერდს ულამაზეს მწვანე მინდვრებს.