თანამედროვე მედიცინა რადიოლოგიის გარეშე წარმოუდგენელია. რადიოლოგია საშუალებას აძლევს ექიმს დეტალურად გამოიკვლიოს პაციენტის დაავადებული ორგანო და სწორად დაგეგმოს მისი მკურნალობის კურსი, ამიტომაც თანამედროვე ჰოსპიტალში რადიოლოგიის მიმართულების წარმატებას ორი რამ განსაზღვრავს: უახლესი ტექნოლოგიები და გამოცდილი ექიმი-რადიოლოგები. სწორედ ამ ორის სინთეზს ნახავთ ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის რადიოლოგიის განყოფილებაში, სადაც დაავადებების უზუსტესი დიაგნოსტირება ხდება.
ექიმ-რადიოლოგ ლევან კალოიანს განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. იგი 25 წელია რადიოლოგია და ერთ-ერთი პირველი სპეციალისტი იყო ბათუმში, რომელმაც ექოსკოპიის აპარატით დაიწყო მუშაობა. ლევან კალოიანი ამჟამად ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში მუშაობს.
"ულტრაბგერითი გამოკვლევა და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია – ეს ფაქტობრივად პათოლოგანატომიური გაკვეთაა, ოღონდ ჩვენ გაუჭრელად ვხედავთ ცვლილებას ორგანიზმში. ძველად, საბჭოთა კავშირში, თუ კი სამი საათის განმავლობაში არ დგინდებოდა ტკივილის მიზეზი, განსაკუთრებით ბავშვებში, კეთდებოდა ოპერაცია – დიაგნოსტიკური ლაპარატომია. ოპერაციულ ჩარევას ბევრი გართულება ახლდა. ულტრაბგერითმა დიაგნოსტიკამ, შემდეგ კი მაგნიტურ-რეზონანსულმა ტომოგრაფიამ, ძირფესვიანად შეცვალა საკითხთან მიდგომა. დღეს ჩვენთან ხდება პრაქტიკულად ყველა ორგანოს გამოკვლევა. ულტრაგბერითი და რადიოლოგიური დიაგნოსტიკა ერთ-ერთი გარდამტეხია მედიცინაში, ეს მეთოდი აბსოლუტურად უვნებელია, უმტკივნეულო და ხელმისაწვდომი," – ამბობს ლევან კალოიანი.
მისი თქმით, ულტრაბგერითი კვლევისათვის ყველაზე ხშირად მას მუცლის ღრუს პათოლოგიის დროს მიმართავენ, რადგან ყველაზე მეტი ორგანო მუცლის ღრუშია მოთავსებული. "გარდა ამისა, ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში კარდიოქირურგიას დიდი ყურადღება ეთმობა, ჩვენთან ძალიან კარგი კარდიოქირურგები და კარგიოლოგები მუშაობენ და ამიტომ გულის ექოსკოპია ერთ-ერთ პირველ პლანზეა," – ამბობს ლევან კალოიანი.
ექიმი-რადიოლოგი ამბობს, რომ მალე ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში ულტრაბგერით გამოკვლევას დაემატება ელასტოგრაფიის კომპონენტი: "ეს არის გარკვეული ორგანოების მკვეთრად გაუმჯობესებული კვლევა. მსგავსი გამოკვლევა იძლევა ღვიძლის გაცხიმოვნების, ფარისებრ ჯირკვალში კვანძების დიფერენციაციის, მასტოპათიის კარგად გამოკვლევის საშუალებას," – ამბობს ლევან კალოიანი.
ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის რადიოლოგიის განყოფილებაში მუშაობს მედიცინის დოქტორი, ექიმი-რადიოლოგი ირაკლი დიასამიძე, რომელსაც რადიოლოგიაში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს. ის ამბობს, რომ ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის რადიოლოგიის განყოფილებაში უახლესი აპარატურაა, რაც უზუსტესი დიაგნოსტირების საშუალებას იძლევა.
"რენტგენოლოგიურ განყოფილებაში კეთდება ძვალსახსროვანი სისტემის გამოკვლევები მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით, კუჭ-ნაწლავის გამოკვლევა ხდება სპეციალური კონტრასტული ნივთიერებების შეყვანით, იმავე მეთოდით ხდება სისხლძარღვების გამოკვლევა. ჩვენ, ფაქტობრივად, ყველა ორგანოს ვიკვლევთ. მაგალითად, ვაკეთებთ ღრუ ორგანოს გამოკვლევას. თუ ღრუ ორგანოში ნახეს რამე პათოლოგია, სიმსივნე, ჩვენთან უკვე ირკვევა სიმსივნის გავრცელების ზონა, გამოდის თუ არა ორგანოს გარეთ, რა არის დაზიანებული ირგვლივ, არის თუ არა შორეული მეტასტაზი – ეს ყველაფერი საშუალებას აძლევს ქირურგს, განსაზღვროს არა მარტო ოპერაციის ტაქტიკა, არამედ დაიგეგმოს პაციენტის შემდგომი მკურნალობა, დასჭირდება თუ არა პაციენტს სხივური თერაპია და ა.შ." – ამბობს ირაკლი დიასამიძე.
ექიმ-რადიოლოგის თქმით, ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის რადიოლოგიის განყოფილებაში "ჯენერალ ელექტრიქსის~ მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიის ერთ-ერთი უახლესი მოდელი აქვთ, რომელიც ნებისმიერი სისხლძარღვის მილიმეტრის მეათედში გაზომვის საშუალებას იძლევა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია რიგი დაავადებების დროს. "ეს აპარატურა იძლევა უზუსტესი დიაგნოსტიკის საშუალებას როგორც პირველადი კვლევისას, ასევე, როგორც დამხმარე გამოკვლევა უკვე დიაგნოსტირებული დაავადებების დროს, რათა განისაზღვროს შესაძლო გართულებები," – ამბობს ირაკლი დიასამიძე.
ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში რადიოლოგიის განყოფილება კვირაში შვიდი დღე, 24 საათის მანძილზე მუშაობს. ჰოსპიტალი ჩართულია საქართველოსა და აჭარის ჯანდაცვის პროგრამებში. მოქმედებს როგორც ინდივიდუალური, ასევე კორპორაციული და საყოველთაო დაზღვევა.
მისამართი: ბათუმი, გენერალასლან აბაშიძის ქუჩა #14; ტელეფონი: 0422 21 33 33; ელფოსტა: info@Bih.ge; ვებგვერდი: www.bih.ge.
(R)