მეცნიერული გამოკვლევებით დადგინდა, რომ იმ სასმისის მიხედვით, რომლითაც ლუდს მიირთმევენ, შესაძლებელია დადგინდეს ლუდის დალევის სისწრაფე.
აღმოჩნდა, რომ სასმისის ფორმა, რომლიდანაც სვამენ ლუდს, პირდაპირ კავშირშია დალევის სისწრაფესთან. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ინგლისში ბრისტოლის უნივერსიტეტის მკვლევარები – არასწორი ფორმის სასმისებში (მუცელგამობერილში, ვიწრო ძირიანში და სხვ.) ლუდი თავდება გაცილებით მალე, ვიდრე ჩვეული ფორმის ჭურჭელში.
ექსპერიმენტში მონაწილეობდა 159 ადამიანი. ყველა მათგანს უნდა დაელია ერთნაირი რაოდენობის – 0,3 ლიტრი ლუდი, მაგრამ სხვადასხვა სასმისებით.
აღმოჩნდა, რომ არასწორი ფორმის სასმისიდან ლუდი ისმებოდა 7 წუთში, მაშინ, როდესაც ჩვეულებრივი სასმისით სიამოვნებას იხანგრძლივებდნენ 11 წუთამდე.
ფენომენის ასახსნელად მეცნიერებმა წამოაყენეს შემდეგი ჰიპოთეზა: არასწორი ფორმის სასმისში ადამიანს უჭირს თვალით გარკვევა, კიდევ რამდენი ლუდი დარჩა – ნახევარზე მეტი, თუ ნაკლები. ამიტომ ის ვერ აკონტროლებს თავს და ლუდი უფრო მალე თავდება, ვიდრე იმ შემთხვევაში, როდესაც ზუსტად იცის, რამდენი აქვს დარჩენილი. უალკოჰოლო სასმელი კი თანაბარი სიჩქარით ისმება, რაც, ექსპერიმენტების ხელმძღვანელის, დოქტორ ანჯელა ეტვუდის მოსაზრებით, იმით არის გამოწვეული, რომ მათი სმის დროს ადამიანები არ აკონტროლებენ – რამდენი აქვთ კიდევ დასალევი.