ინდოეთში წყალდიდობის შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით ათასი ევაკუირებულია. აღნიშნულ ინფორმაციას THE WASHINGTONPOST ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე განგის და მისი შენაკადების დონემ, გასული 48 საათის განმავლობაში ქვეყნის 20 უბანში, სახიფათო ნიშნულს მიაღწია.
ოფიციალური პირების განცხადებით, წყალდიდობას მადია პრადეშში 17, ბიჰარში 14, უტაჰ პრადეშში კი 9 ადამიანი ემსხვერპლა.
როგორც ცნობილია, ძლიერმა წვიმამ ელექტროსადენების დაზიანება და სახლების ნგრევა გამოიწვია.
მთავრობის განცხადებით, ქალაქ ალაჰაბადიდან და მისი მიმდებარე ტერიტორიიდან 12 000-მდე ადამიანია ევაკუირებული, ხოლო ქალაქ ბიჰარიდან 600 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
როგორც ცნობილია, ივნისიდან სექტემბრამდე ინდოეთში წყალდიდობები წვიმების სეზონის გამო ხშირია.