26 აგვისტოს, 20:00 საათზე, ლისის ტბაზე ოლიმპიადიდან დაბრუნებული ქართველი სპორტსმენების საზეიმო მიღება გაიმართება.
შეხვედრას, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობისა და ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები, სპორტსმენების ოჯახის წევრები, სპორტული საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები და გულშემატკივრები დაესწრებიან.
შეხვედრას დაესწრებიან ქართველი პარალიმპელებიც, რომლებიც 31 აგვისტოს ბრაზილიაში გაემგზავრებიან პარალიმპურ თამაშებში მონაწილეობის მისაღებად.
წელს პარალიმპიადის ლიცენზია ხუთმა ქართველმა სპორტსმენმა მოიპოვა,
ღონისძიების ორგანიზატორია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო.