დღეს, განმუხურში პოლიტიკურმა გაერთიანებამ "პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის" დეპუტატობის კანდიდატები გურიის, სამეგრელოს და იმერეთის რეგიონებში წარადგინა.
სამტრედიაში დეპუტატობის კანდიდატი გურიის გუბერნატორის ყოფილი მოადგილე და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოქმედი დეპუტატი, პაატა მანჯგალაძე იქნება.
პაატა მანჯგალაძე გურიაში წლების განმავლობაში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობას" წარმოადგენდა და არჩევნებში აქტიურად მონაწილეობდა. 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობის" სიაში იყო და სწორედ ასე გახდა ის საკრებულოს დეპუტატი.
ამ ეტაპზე ის გიორგი ვაშაძის მიერ შექმნილი ახალი პოლიტიკური პარტიის დამფუძნებელი და წევრია.
ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, პაატა მანჯგალაძე ამ დრომდე არის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრიც.