ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში ჩინეთის საელჩოსთან აფეთქება მოხდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ვიცე პრემიერის ჟენიშ რაზაკოვის განცხადებით, აფეთქებას მხოლოდ თვითმკვლელი ტერორისტი ემსხვერპლა.
"აფეთქების შედეგად თვითმკვლელი ტერორისტი დაიღუპა, ხოლო საელჩოს 3 თანამშრომელი დაშავდა,"_განაცხადა რაზაკოვმა.
როგორც ცნობილია, მომხდარის გამო როგორც ჩინეთის საელჩოს, ასევე ახლო ტერიტორიაზე მდებარე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე ყირგიზეთის უშიშროების თანამშრომლები გამოძიებას აწარმოებენ.
მაუწყებლის ცნობით, ყირგიზეთის ხელისუფლება ბიშკეკში ანტიტერორისტულ ოპერაციებს 2015 წლიდან ატარებს.
ოფიციალური პირების ცნობით, ყირგიზეთის 500-მდე მოქალაქე „ისლამურ სახელმწიფოს“ შეუერთდა სირიასა და ერაყში.
გავრცელებული ინფორმაციით, 3 ადამიანიდან ერთ-ერთი, რომლებმაც ივნისში სტამბოლის ათათურქის აეროპორტზე თავდასხმა განახორციელეს ყირგიზეთიდან იყო.
როგორც ცნობილია, ათათურქის აეროპორტში მომხდარ აფეთქებას 43 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 240-მდე დაშავდა.
ამავე თემაზე:
აეროპორტის აფეთქებაში ეჭვმიტანილები რუსეთის, უზბეკეთის და ყირგიზეთის მოქალაქეებია – REUTERS