მრავალწლიანმა კვლევებმა ვერ დაასაბუთა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი კავშირი მობილური ტელეფონის ხანგრძლივ გამოყენებასა და ტვინის კიბოს რისკს შორის. ამის შესახებ იუწყებიან დანიელი მეცნიერები ჟურნალ „BMJ“-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.
დაკვირვება მიმდინარეობდა 17 წლის მანძილზე 358 ათას დანიელზე, რომლებიც ინტენსიურად სარგებლობდნენ მობილური ტელეფონებით.
დამაიმედებელი შედეგების მიუხედავად, კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ საჭიროა ჩატარდეს დამატებითი კვლევები იმ ადამიანებზე, რომლებიც ამ მოწყობილობით სარგებლობენ 15 წლის მანძილზე.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ჯერ კიდევ 2011 წლის ივნისში მობილური ტელეფონების გავლენა პოტენციური კანცეროგენების სიაში შეიტანა. გადაწყვეტილება დაეფუძნა“INTERPHONE“-ის საერთაშორისო კვლევით პროგრამას. აღნიშნული პროგრამის შედეგებმა აჩვენა, რომ არის მცირედი კავშირი მობილური ტელეფონის აქტიურ მოხმარებასა და თავის ტვინის სიმსივნეს შორის.
ამავე კვლევაში საუბარია მობილურზე ხანრძლივი საუბრის გავლენით სმენითი ნერვის დაზიანების რისკზეც. შედეგად, მობილური ტელეფონები შეიტანეს კანცეროგენული ნივთიერებების იმავე კლასში, რომელშიც წარმოდგენილია ბენზინი, დიზელის საწვავი, ყავა და ზოგიერთი მედიკამენტი.