აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა უპირატესობას თავმდაბლობას ანიჭებს და ჩინურ საათს „Jorg Gray 6500“ ატარებს. ბარაკ ობამას საათის ღირებულება 425 დოლარია. „The Daily Mail“-ის ცნობით, მანამდე ობამა ატარებდა „Tag Heuer“-ის 1500 დოლარიან საათს.
ბილ კლინტონი, პრეზიდენტობის პერიოდში 50 დოლარად ღირებულ „Timex Triathlon“-ის საათს ატარებდა. ჯორჯ ბუშიც „Timex“ ფირმის საათს ატარებდა, ოღონდ „Indigo“ მოდელს, ამ მოდელის ფასიც 50 დოლარია.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თეთრი ოქროს „Patek Philippe Perpetual Calendar“ ფირმის საათს ატარებს, რომლის ფასი 60 000 დოლარია.
„Patek Philippe“ ფირმის საათი უმშვენებს მაჯას ბელორუსის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს. ლუკაშენკოს შვეიცარული საათის ფასი 17 000 დოლარია.