სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ, რუსთავის საქალაქო სასამართლოდან გაქცეული პატიმარი საშიშროების მაღალი რისკის მქონე მსჯავრდებულია. ამის შესახებ სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
როგორც უწყებაში განმარტავენ, ოთარ ვარამაშვილი სასჯელის მოხდის პერიოდში ხშირად არღვევდა სარეჟიმო მოთხოვნებს.
პატიმარი ოთარ ვარამაშვილი საშიშროების მაღალი რისკის მქონე მსჯავრდებულია, შესაბამისად, ის სასჯელს სწორედ N6 პენიტენციურ დაწესებულებაში იხდიდა. სასჯელის მოხდის პერიოდში ხშირად არღვევდა სარეჟიმო მოთხოვნებს. პენიტენციურ დაწესებულებებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, პატიმრის მიმართ შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სხვადასხვა დისციპლინური სახდელი, მათ შორის სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 3 თვის ვადით. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულება გაასაჩივროს სასამართლოში. სწორედ აღნიშნული უფლება გამოიყენა მსჯავრდებულმა ოთარ ვარამაშვილმა და 2016 წლის 31 აგვისტოს პატიმარი გაყვანილ იქნა რუსთავის საქალაქო სასამართლოში.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, ვისაც რაიმე სახის ინფორმაცია აქვს ფოტოზე აღბეჭდილი პირის _ ოთარ ბადრის ძე ვარამაშვილის სავარაუდო ადგილსამყოფელის შესახებ, დაგვიკავშირდნენ სატელეფონო ნომრებზე _ 032 2 75 23 85, 577 28 25 19.
პატიმარი ოთარ ბადრის ძე ვარამაშვილი რუსთავის საქალაქო სასამართლოს შენობიდან დღეს გაიქცა. მიმდინარეობს ძებნა.
ამავე თემაზე:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს შენობიდან პატიმარი გაიქცა
სასჯელაღსრულების მეექვსე დაწესებულება გამოირჩევა არაადამიანური მოპყრობით _ ადვოკატი
"ადვოკატი კანონს არღვევს" – გაქცეული პატიმრის უფლებების დამცველს სამინისტრო პასუხობს