2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას 6 საარჩევნო ბლოკი მიიღებს. აღნიშნული ბლოკების რეგისტრაციის პროცესი ცესკოში გუშინ დასრულდა.
ცესკოს ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ შემდეგ საარჩევნო ბლოკები:
"ნინო ბურჯანაძე–დემოკრატიული მოძრაობა", რომელშიც გაერთიანებულია"დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო" და " გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა", ხოლო ბლოკის ხელმძღვანელია ნინო ბურჯანაძე.
"დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი -საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია", რომელშიც გაერთიანებულები არიან: პ/გ"საქართველოს პატრიოტთა ალიანსი", "ტრადიციონალისტები", "კახა კუკავა – თავისუფალი საქართველო", " თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზა", "საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა" და "ახალი ქრისტიან- დემოკრატები"; ბლოკს ხელმძღვანელობს დავით თარხან-მოურავი.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", სადაც შედიან პოლიტიკური გაერთიანება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო"; ბლოკის ხელმძღვანელია სერგო რატიანი.
" პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის" , სადაც შედიან: პ/გ "მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის"; "სამოქალაქო პლატფორმა- ახალი საქართველო" და "ახალი მემარჯვენეები"; ჯგუფის ხელმძღვანელებიკი არიან პაატა ბურჭულაძე და გიორგი ვაშაძე.
"თოფაძე- მრეწველები, ჩვენი სამშობლო", სადაც გაერთიანებულია "თოფაძე -მრეწველები" და "ჩვენი სამშობლო"; ბლოკს ხელმძღვანელობენ ზურაბ ტყემალაძე და ზვიად ჩიტიშვილი.
"ჩვენები – სახალხო პარტია", რომლის შემადგენლობაშიც არიან "ჩვენები" და "სახალხო პარტია, ხოლო ხელმძღვანელია ნინო სამადალაშვილი.
აღსანიშნავია ისიც, რომ საარჩევნო ბლოკებს, ისევე როგორც პარტიებსა და ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენის ბოლო ვადა 2016 წლის 8 სექტემბრის ჩათვლით აქვთ.
ამავე დღეს, როგორც პარტიები, ასევე საარჩევნო ბლოკები ცესკოს თავმჯდომარეს წარუდგენს პარტიულ სიას, რომელსაც 8 ოქტომბერსვე ცესკო ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნებს.
მავე თემაზე:
რამდენი დამოუკიდებელი კანდიდატი მონაწილეობს არჩევნებში და როდის იწურება მათი წარდგენის ვადა