ამ წუთებში საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ნატო-ს გენერალური მდივნისა და ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს საქართველოს პრეზიდენტთან.
როგორც ცნობილია, შეხვედრაზე მისასალმებელი სიტყვა ჯერ ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, ხოლო შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა წარმოთქვეს.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მისასალმებელ სიტყვაში ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსს ჩამობრძანებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის რიგით მეოთხე ვიზიტი საქართველოში ქვეყნის მიმართ მათ მტკიცე მხარდაჭერას გამოხატავს.
"მადლობას ვუხდი ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსს ჩამობრძანებისთვის. ჩრდილო ატლანტიკური ალიანსისითვის ეს უკვე მეოთხე ვიზიტია საქართველოში, რაც აჩვენებს თქვენს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანის მიმართ და მე მჯერა,რომ ეს თანამშრომლობა ღრმავდება და ამ პროცესის საბოლოო შედეგი იქნება საქართველოს გაერთიანება ალიანსში,ჩვენ გვაქვს ყველა ინსტრუმენტი რომ გავაღრმავოთ საქართველოს ურთიერთობა ალიანსში და დაველოდოთ იმ შესაძლებლობების ფანჯარას, რომელიც საბოლოო წერტილამდე, მიზნამდე მიგვიყვანს,"_განაცხადა მარგველაშვილმა.
მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ის ურთიერთობა, რომელიც მიმართულია საქართველოს თავდაცვის უნარიანობის გაზრდისაკენ.
'სტაბილური და დაცული საქართველო მნიშვნელოვანია როგორც ქართველებისთვის, ასევე რეგიონისთვის და გლობალურად რეგიონული თანამშრომლობისათვის. შავი და კასპიის ზღვის რეგიონის კულტურული კავშირების განმტკიცება მისცემს შესაძლებლობას, არა მხოლოდ საქართველოს, არანედ ათეულობით ქვეყანას დასავლეთით და აღმოსავლეთით", _ აცხადებს პრეზიდენტი.
საქართველოს პრეზიდენტმა მისასალმებელ სიტყვაში კიდევ ერთხელ გაიმეორა,რომ შავი ზღვის მნიშვნელობას მის აღმოსავლეთ ნაწილში და საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების აქ არსებობის გაღრმავებას.
"ვარშავის კომუნიკეში სწორედ ეს მომენტი იქნა ხაზგასმული და მიხარია,რომ საქართველო აქტიურად მონაწილეობს შავი ზღვის უსაფრთხოების როგორც რეგიონალური თანამშრომლობის უმნიშვნელოვანესი კომპონენტის შესახებ მსჯელობებსა და დისკუსიაში", _ აცხადებს პრეზიდენტი.
მან ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, გავაძლიეროთ იარაღით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა.
"თანამშრომლობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს თანამედროვე მსოფლიოში. დღეს საგრძნობლად იზრდება არაკომერციული ომის საფრთხეები და საქართველო ამ საფრთხეებს თავისი გმირი ჯარისკაცების საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის პასუხისმგებლობანად პასუხობს.მნიშვნელოვანია,რომ გავაძლიეროთ იარაღით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა", _ აცხადებს პრეზიდენტი.