დღეს, ქუთაისში, რეგიონულ მედიასთან გამართულ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა პარლამენტის თბილისში გადატანის შესახებ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას უპასუხა.
ივანიშვილი მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო ორგანოს ქუთაისში არსებობა დიდ რესურსსა და დროს მოითხოვს.
”მსოფლიოში არც ერთ სახელმწიფოში მსგავსი რამ არ ხდება. სააკაშვილმა მოინდომა და რომ ვკითხე, რას აკეთებ, რაში გჭირდება-მეთქი, _ დემონსტრაციას ვერსად გამართავენო.
მიტინგის ეშინოდა ამ უბედურს. ეს იყო თურმე ძირითადი მიზეზი პარლამენტის ქუთაისში გადმოტანის.
ქუთაისელები ამას საწყენად ნუ მიიღებენ, მაგრამ ძალიან არაეფექტურია ეს. თუ გინდათ ეფექტური ხელისუფლება გყავდეთ, მათ მეტი დრო უნდა ჰქონდეთ იმისთვის, რომ თავისი საქმე აკეთონ და დღეში 6 საათი არ იყვნენ გზაში გამოკიდებული. უამრავი ავარია მოხდა, უამრავი ტრანსპორტი იმტვრევა, უამრავი საწვავი იხარჯება. ეს ყველაფერი ღირს ფული და მიდის ბიუჯეტიდან”, _ განაცხადა ივანიშვილმა.