როგორც ბიძინა ივანიშვილმა ქუთაისში, რეგიონულ მედიასთან შეხვედრის დროს აღნიშნა, დავით ბაქრაძეს, სტრასბურგში შეხვედრისას "ნაციონალური მოძრაობიდან" წამოსვლა სთხოვა.
”ბაქრაძეზე ყველაზე მეტი მცდელობები მქონდა, რომ დატოვე და წამოდი-თქო. მეგონა უფრო მოწესრიგებული კაცი იყო. სტრასბურგში შევხვდი და მთელი საათი ვაწვებოდი, არა გრცხვენია, რას ამბობ, ადექი, წამოდი-თქო”, თქვა ბიძინა ივანიშვილმა.