დღეს, 2 საათზე, ოზურგეთის "დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში" ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისს და საქართველოში აშშ საელჩოს მხარდაჭერით, საჯარო დისკუსია გაიმართა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების სოციალური და ეკონომიკური პროგრამების შესახებ.
შეხვედრაზე პარტიების „ქართული ოცნება – ერთიანი საქართველოს“, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის", "თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა ეკონომიკური და სოციალური პროგრამები წარმოადგინეს . დისკუსიაში მონაწილეობას მიიღეს საზოგადოებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა.
შეხვედრა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის პროექტის „ინფორმირებული ამომრჩეველი საარჩევნო ანგარიშვალდებულების გასაუმჯობესებლად“ ფარგლებში გაიმართა, რომელიც მხარდჭერილია აშშ საელჩოს მცირე გრანტების პროგრამის მიერ.
პროექტი მიზნად ისახავს საარჩევნო ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას ამომრჩევლების ინფორმირების, ზოგადად, საზოგადოებისათვის და რეგიონული მოსახლეობისთვის წინასაარჩევნო დაპირებების და შეთავაზებების, ასევე, წამყვანი პოლიტიკური პარტიების მიერ წამოწეული პოლიტიკური შეხედულებების შესახებ დროული ინფორმაციისა და პროფესიული შეფასების მიწოდების გზით.