მსოფლიოში ნიკელის მწარმოებელი უდიდესი კომპანია, NORILSK NICKEL-ი აცხადებს, რომ რუსეთში, მდინარის მიერ ფერის შეცვლა ადამიანებს და ბუნებას საფრთხეს არ უქმნის. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, 5 სექტემბერს მოსულმა ძლიერმა წვიმამ კაშხალის ფილტრაცია გამოიწვია, რის შედეგადაც დაბინძურებულმა მცენარეებმა მდინარის გაწითლება გამოიწვია.
გავრცელებული ინფორმაციით, მდინარეს 7 სექტემბერს ბუნებრივი ფერი ჰქონდა.
როგორც ცნობილია, გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა გასულ კვირას განაცხადეს, რომ ქიმიური დამაბინძურებლების გაჟონვის შემთხვევაში მდინარე გაუფერულდებოდა.
მაუწყებლის ინფორმაციით, კომპანია პასუხისმგებლობას კატეგორიულად უარყოფდა, როდესაც გაწითლებული მდინარის ფოტოები გამოჩნდა.
GREENPEACE-ს აქტივისტის, ალექსანდრე კისილიოვის განცხადებით, "შეუძლებელია იმის თქმა, რომ ეს არ არის დიდი გარიგება".
მისივე თქმით, NORILSK NICKEL-ი ტაიმირის ნეხევარკუნძულს, სადაც ინციდენტი მოხდა, აკონტროლებს და გამოძმიებლები დაბინძურებულ მცენარეებს შეფერხებით ეცნობიან.
როგორც ცნობილია, ადგილობრივი ჯგუფები კომპანიას უსაფრთხოების სტანდარების დაუდევრობაში ადანაშაულებენ, ხოლო კომპანია ბრალდებას უარყოფს.