საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ინფორმაციით, არის ინფორმაციები, რომ რიგი პარტიები აპირებენ არჩევნების პერიოდში და არჩევნების შემდგომაც გარკვეულ პროვოკაციებს.
ამის შესახებ გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, თუმცა დამატებითი დეტალების გამჟღავნებისგან თავი შეიკავა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს გააჩნია ყველა ძალა და რესურსი, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია არ მოხდეს", _ განაცხადა მღებრიშვილმა და დასძინა, რომ უწყება ამ მიმართულებით მობილიზებულია.