საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი, ალექსის ციპრასი ევროკავშირს მოუწოდებს ლტოლვილებისთვის უფრო მეტი გააკეთონ. აღნიშნულ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
"ევროპას აქვს ნაკისრი ვალდებულება, რისი შესრულებაც უნდა გაგრძელდეს. ჩვენ ვაჩერებთ უკანონოდ შემომსვლელთა ნაკადებს, მაგრამ ვქმნით ლეგიტიმურ ნაკადებს. რომელია კანონიერი ნაკადი? ეს არის განსახლება საბერძნეთიდან პირდაპირ თურქეთში. სამწუხაროდ, ევროკავშირის დაპირებიდან, რომლის მიხედვითაც 33 000 ლტოლვილის ჩასახლება უნდა განხორციელებულიყო მხოლოდ 3 000-ია ჩასახლებული,"_აცხადებს ციპრასი.
როგორც ცნობილია, ევროკავშირი-თურქეთის გარიგება ნიშნავს, რომ საბერძნეთში ჩასული ლტოლვილები შესაძლოა დაბრუნდნენ თურქეთში, თუ თავშესაფრის მისაღებ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ, სანაცვლოდ კი ევროკავშირი თურქეთში უფრო მეტ სირიელ ლტოლვილს გაგზავნის.
მაუწყებლის ინფორმაციით, ზამთრის მოახლოებასთან ერთად ევროკავშირმა პირობა დადო, რომ საბერძნეთში მყოფ ლტოლვილებს 100 ევროზე მეტი თანხით დაეხმარება, გააუმჯობესებს მათ პირობებს თავშესაფრებში და უზურუნველყოფს სასწრაფო დახმარების აღმოჩენას.
როგორც ცნობილია, საზღვრების დაკეტვის შემდეგ ქვეყანაში 60 000-ზე მეტი თავშესაფრის მაძიებელია.
გავრცელებული ცნობით, გაერო-ს მსფოლიო სასურსათო პროგრამის ფონდიდან ლტოლვილების დასახმარებლად 300 ევრო გამოიყოფა, რომ მათ კვების, საცხოვრებლის,სწავლის და მკურნალობის ხარჯები დაუფინანსდეთ.