უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში საჩივარი შეიტანა. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, უკრაინაში აცხადებენ, რომ რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებს არღვევს და ტრანზიტის განხორცილებაში უკრაინელ მძღოლებს ხელს უშლის.
მათი თქმით, რუსეთი უკრაინელ მძღოლებს ბელორუსიის მხრიდან ქვეყანაში შესვლისას შეზღუდვებს უწესებს .
როგორც ცნობილია, რუსეთს 60 დღის ვადა აქვს პრეტენზიის მოსაგვარებლად, რისი ამოწურვის შემდეგაც, უკრაინას შეეძლება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას გადაწყვეტილების მიღება მოსთხოვოს.