რუსეთის მედიამაკონტროლებელმა კომპანიამ მსოფლიოს 2 უმსხვილესი პორნოგრაფიის საიტი დაბლოკა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, საიტებს უკვე გაეგზავნათ შეტყობინება იმის შესახებ, რომ საჯარო ხელისუფლების გადაწყვეტილებით დაბლოკეს.
მაუწყებლის ინფორმაციით, 2015 წელს რუსეთის ხელისუფლებამ 11 პოპულარული პორნოგრაფიის საიტი ბავშვების დაცვის მიზნით აკრძალა.
მათი განცხადებით, პორნოსაიტები ბავშვების ჯანმრთელობისთვის სახიფათო ინფორმაციას შეიცავს.